ანტალიიდან ყველაზე დაშორებული, 110 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი ალანია. ქალაქის ზემოთ, ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ულამაზეს კონცხზე, ზღვის დონიდან 250 მეტრის სიმაღლეზე, აღმართულია მასიური ციხე-სიმაგრე. 1221 წელს ამ ციხესიმაგრეს საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა დინასტიის სულთანმა ალაედდინ კეიყუბად I-მა, რომელმაც ალანია თავის რეზიდენციად აქცია. მაგრამ ბევრად ადრე ამ მოვლენამდე მარკუს ანტონიუსმა ეს ქალაქი და მთელი კილიკია კლეოპატრას აჩუქა — მან კი ადგილობრივი კედრის ტყეები გემთმშენებლობისთვის გამოიყენა. ამ ციხესიმაგრის უძველესი კედლები, რომლებიც 6 კილომეტრზეა გადაჭიმული, ალანიას ორ ნაწილად ყოფს, და თითოეულ მათგანს შესანიშნავი ქვიშის პლაჟები აქვს. ქალაქში მდებარეობს თანამედროვე სასტუმროები და სასტუმრო კომპლექსები სხვადასხვა კატეგორიის. შეგიძლიათ მოინახულოთ მრავალი ისტორიული ღირსშესანიშნაობა — აღარ ევლიესის ციხე, სტალაქტიტების მღვიმე სამკურნალო წყლით — დამლათაში, შეყვარებულთა მღვიმე, ფოსფორის მღვიმე და მეკობრეების მღვიმე, სადაც ლეგენდის თანახმად, არსებობდა მიწისქვეშა კიბე, რომელიც ციხესიმაგრესთან აკავშირებდა ამ ადგილს; წითელი კოშკი და კიდევ ბევრი სხვა რამ!