სასტუმრო ბორჯომი ლიკანი (Borjomi Likani) ბორჯომში
სასტუმრო ბორჯომი ლიკანი (Borjomi Likani) ბორჯომში
სასტუმრო ბორჯომი ლიკანი
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბორჯომი ლიკანი მდებარეობს ბორჯომში, უმშვენიერესი წიწვოვანი პარკის შუაგულში
სასტუმროში განთავსებულია 151 კომფორტული ოთახი თვალწარმტაცი ხედებით.
ზოგადი ინფორმაცია სასტუმროს შესახებ:
სასტუმროში შესვლა Check-In: 15:00 სთ.
სასტუმროდან გასვლა Check-Out: 12:00 სთ.
სასტუმროში თქვენ დაგხვდებათ:
უკაბელო ინტერნეტი: ხელმისაწვდომია სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე.
151 კომფორტული ოთახი.
ტელევიზორები ყველა ოთახებში.
კონდეციონერი ყველა ოთახში.
24 საათიანი მომსახურება
ყოველდღიური დალაგების სერვისი
პარკინგი: სასტუმროს ტერიტორიაზე არის დაცული საპარკინგე სივრცე, მათ შორის ელექტრომობილის დამტენი.
სატრანსპორტო საშუალებები: ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესაძლებელია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე.
Chek out-ის პროცესი: Check-Out-ის შემდეგ (12:00) აღარ არის შესაძლებელი სასტუმროს ნომრის გამოყენება. 12 საათის შემდეგ ნომრის გამოყენებისათვის განსაზღვრულია დამატებითი გადასახადი. ნომრიდან გვიანი გასვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ მიმღებს, აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
რეზერვაციის პროცედურა: სტუმრების რაოდენობა განისაზღვრება ნომრის კატეგორიისა და ჯავშნის ტიპის მიხედვით. ნომერში დამატებითი სტუმრის განთავსებისათვის მოქმედებს დამატებითი გადასახადი.
სტუმრების ვიზიტორები: თქვენი გარე სტუმრების შესახებ, გთხოვთ, წინასწარ გააფრთხილოთ მიმღები. გარე ვიზიტორებს ნომრებში შესვლის უფლება შეზღუდული აქვთ და შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ სასტუმროს საჯარო სივრცით.
შინაური ცხოველები: დაიშვებიან 6კგ-მდე შინაური ცხოველები დამატებითი გადასახადით – 1 ღამე $40. გაითვალისწინეთ, რომ სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სტანდარტით შინაური ცხოველების შეყვანა რესტორნებსა და ლობი ბარში აკრძალულია.