ქირავდება ორსაძინებლიანი კოტეჯი ბაკურიანში K-10-2
ქირავდება ორსაძინებლიანი კოტეჯი ბაკურიანში K-10-2
ბაკურიანში, 25-ანებიდან 150 მეტრში ქირავდება ორსართულიანი კოტეჯი K-10-2.
ჩვენი კოტეჯის აივნებიდან იშლება მთის ულამაზესი ხედები
კოტეჯს აქვს საკუთარი შემოღობილი, კეთილმოწყობილი ეზო, სადაც დაგხვდებათ ეზოს ავეჯი.
აქ წელიწადის ნებისმიერ დროს, როგორც ზამთარში ისე ზაფხულში შეგიძლიათ საუკეთესო დრო გაატაროთ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.
კოტეჯი არის 2 სართულიანი და შესაძლებელია 8 ადამიანის განთავსება.
კოტეჯის პირველ სართულზე არის მისაღები ოთახი ბუხრით, სამზარეულო და სველი წერტილი.
მე-2 სართულზე არის ორი საძინებელი. ერთ საძინებელში დგას 1 დიდი საწოლი და 1 პატარა საწოლი. მეორე საძინებელშიც დგას 1 დიდი საწოლი და 1 პატარა საწოლი. არის ასევე 4 წლამდე ბავშვის საწოლი.
ჩვენს კოტეჯს გამოარჩევს განსაკუთრებული მდებარეობა, იგი 25 მეტრიანი ტრასების გვერდითაა. ახლოს არის უამრავი კაფე-რესტორანი, სუპერმარკეტი და სხვადასხვა გასართობი მოედნები.
კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით:
✅ ახალი ავეჯი
✅ 3 ტელევიზორი
✅ სატელიტური მაუწყებლობა
✅ WiFi ინტერნეტი
✅ ცენტრალური გათბობა
✅ ჭურჭელი 12 პერსონაზე
✅ ბოშის ფირმის გაზქურა და გაზის ღუმელი
✅ მიკროტალღური ღუმელი
✅ ტოსტერი
✅ მიქსერი
✅ ბლენდერი
✅ მაცივარი
✅ თეთრეული და პირსახოცები
✅ ხალათი და ერთჯერადი ჩუსტები
✅ სარეცხი მანქანა
✅ უთო, საუთოებელი მაგიდა
✅ მტვერსასრუტი
✅ თმის ფენი
კოტეჯში არის ყველა სხვა საჭირო ნივთი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს კომფორტულ დასვენებას,
გვაქვს მაყალიც, სტეიკის შესაწვავი ბადე და შამფურებიც.