ორსაძინებლიანი კოტეჯები ბაკურიანში K-13-2A და K-13-2B

 

 

Описание

ქირავდება ორსაძინებლიანი კოტეჯები ბაკურიანში K-13-2A და

K-13-2B

ბაკურიანში ტყის წყნარ ადგილას ქირავდება ორი კოტეჯი ერთმანეთის გვერდი-გვერდ. ეს კოტეჯები მიეკუთვნება ეკოლოგიურად სუფთა (მწვანე) კოტეჯების რიცხვს.

კოტეჯები მდებარეობს ტყეში წყნარ ადგილას, ნაძვნარში, კოხტა-1-ის საწევარადან 200 მეტრში .

კოტეჯების ირგვლივ არის მაღაზიები და კაფეები.

კოტეჯები არის საკუთარი ეზოთი, ეზოში დგას ორი კოტეჯი 5 მანქანის საპარკინგე ადგილით. ეზოში არის ბესეტკა, სამწვადე, ირგვლივ ნაძვნარი.

ეს კოტეჯები საუკეთესო ადგილია ოჯახური დასვენებისათვის.

თითი კოტეჯი გათვლილია 6 ადამიანზე.

კოტეჯების პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი სადაც დგას გასაშლელი სამეული, სამზარეულო, და სველი წერტილი.

კოტეჯების მეორე სართულზე განთავსებულია ორი საძინებელი ოთახი (2-2 ერთადგილიანი საწოლით) თავ-თავისი სველი წერტილით და აივნით. კოტეჯებში შესაძლებელია დამატებით თითო საწოლის ჩადგმა.

სტუმრების განკარგულებაშია:

უფასო WI-FI,

ტელევიზორი,

სამზარეულოს აღჭურვილობა 6 პერსონაზე ,

მაცივარი,

მადუღარა,

სარეცხი მანქანა,

საშრობი,

ხელსახოცი,

შამპუნი,

საპონი,

კეთილმოწყობილი ეზო,

ბესეტკა,

მაყალი,

მანქანის საპარკინგე ადგილი.

ყურადღება: კოტეჯებს ბუხარი არ აქვს.

Отзывы

Отзывов пока нет.

Будьте первым, кто оставил отзыв на “ორსაძინებლიანი კოტეჯები ბაკურიანში K-13-2A და K-13-2B”

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *