ანტალიიდან 42 კილომეტრში მდებარეობს მშვენიერი ქალაქი ქემერი. მან თავისი სახელწოდება პატარა მეთევზეების სოფლისგან მიიღო, რომელიც მოგვიანებით გადაიქცა ლამაზ კურორტულ ქალაქად სასტუმროებით, დისკოთეკებითა და რესტორნებით. როგორც ჰომეროსი წერდა თავის წიგნში „ილიადა“, სწორედ ამ მხარეში ბინადრობდა ქიმერა — ურჩხული ლომის თავით, თხის სხეულითა და გველის კუდით, რომელიც ცეცხლს აფრქვევდა. ერთ-ერთმა ანტიკურმა გმირმა დაამარცხა ეს მონსტრი, მაგრამ ცეცხლი არ ჩამქრალა და დღემდე ანთია იანართაშის მთის მწვერვალზე. დღეს ქემერი სამხრეთ სანაპიროს ყველაზე ცნობილი კურორტია, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავის საოცარი თავრის მთებით, დაცული ტერიტორიებით, უძველესი ფიჭვის ტყეებითა და პინიის ხეივნებით, ასევე კენჭოვანი პლაჟებით სუფთა წყლით. ოლიმპოს-ბეიდაღლარის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გელით უამრავი გასართობი, დასვენებისა და სპორტის მრავალფეროვანი სახეები, მათ შორის მთაში ლაშქრობაც. სასიამოვნო ზღვის გასეირნებისას კატერით, შეგიძლიათ მოინახულოთ სახელგანთქმული ანტიკური პორტები — ფაზელისი და ოლიმპოსი, ასევე სხვა ისტორიული ადგილები. ქემერთან ახლოს მდებარეობს სხვა კურორტული ზონებიც განვითარებული ინფრასტრუქტურით — ესენია ტეკიროვა, ჩამიუვა, კირიში, გეინიუკი და ბელდიბი. ამ რაიონებში სასტუმროები სხვადასხვა კლასისაა, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს ფართო მწვანე ტერიტორია და შესანიშნავი მომსახურება.