ქირავდება ერთსაძინებლიანი კოტეჯი ბაკურიანში K-15-1
ბაკურიანში ქირავდება ახალი აშენებული, კომფორტული კოტეჯი ერთი საძინებელი ოთახით. კოტეჯი მდებარეობს ამირანის პარკის ახლოს, ახალ დასახლებაში. კოტეჯი დგას ტყეში, აქვს ძალიან დიდი, დაცული ეზო. კოტეჯი იდეალური ადგილია დასვენებისათვის, როგორც ოჯახისათვის, ასევე სრიალისა და უბრალოდ თოვლის მოყვარულებისათვის. ეზოს გარეთ, ტყეში დგას ასწლოვანი ნაძვები და ფიჭვები. შეგიძლიათ ბავშვი წყნარად გაუშვათ ეზოში. გარშემო არის რეკრეაციული ზონა, არ შეგაწუხებთ ავტომობილებისა თუ ბურანების გამონაბოლქვი. შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობები და პიკნიკები ტყეში. კოტეჯში თავისუფლად თავსდება 5-6 ადამიანი. ქირავდება ოჯახებისთვის; სტუმრების შემადგენლობა წინასწარ ზუსტდება. კოტეჯში სიგარეტის მოწავა იკრძალება, ოთახებში აყენია კვამლის დეტექტორი.
სახლის ფართი – 95m²
ოთახები – 2
საძინებლები – 1
ეზოს ფართი: 1000m²
კოტეჯში თქვენ დაგხვდებათ:
ცენტრალური გათბობა
ბუნებრივი აირი
სათავსო
აივანი
ავეჯი
რკინის კარი
მინა-პაკეტი
სიგნალიზაცია
ცხელი წყალი
მაცივარი
ტელევიზორი
სარეცხი მანქანა
საკაბელო ტელევიზია
ინტერნეტი
სასმელი წყლი
დაჯავშნე ახლა და დატკბი ბაკურიანში ბუნებასთან ახლოს ულამაზესი დასვენებით!
საუკეთესო კოტეჯი — შენი მყუდრო კუთხე ამირანის პარკთან, ოჯახთან ერთად.
დაგვირეკეთ:
555 76 21 27;
579 03 45 75
ან დაგვიკავშირდით ვოცაპით: 555 76 21 27 / 579 03 45 75
დაჯავშნამდე გადასამოწმებელი ინფორმაცია
კოტეჯის ხელმისაწვდომობის დასადასტურებლად მოგვწერეთ სასურველი თარიღები, სტუმრების რაოდენობა და დამატებითი საჭიროებები. საბოლოო ფასი და პირობები ზუსტდება კონკრეტული თარიღებისა და სტუმრების შემადგენლობის მიხედვით.
















