ზოგადი ინფორმაცია საქართველოს ტუროპერატორ "CALYPSO M-TOUR"-ის შესახებ

ძვირფასო მეგობრებო!

ჩვენი კომპანია დაარსდა 2011 წელს. მისი დაარსების მიზანი პირველივე დღიდან იყო და არის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის ამაღლების მიზნით უზრუნველვყოთ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც შეიძლება მეტი ტურისტის ჩამოყვანა; გავაცნოთ მათ საქართველოს თანამედროვე კულლტურა, ქართველი ხალხის უძველესი ტრადიციები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ბუნება. კომპანიის დაარსებისას შევეცადეთ მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ტურისტული მომსახურების ხარისხსა და ოპერატიულობაზე, ვინაიდან ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში ჩამოსულმა ნებისმიერმა ტურისტმა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, დადებითი ემოციები და საქართველოსა და ქართველი ხალხის მრავალმხრივი სიყვარული.

ჩვენი კომპანია ადგილობრივი ტურისტული პროდუქტის წარმოჩენის მიზნით ყოველდღიურად აფართოებს თავისი მოქმედების არეალს და უცხოეთის ქვეყნებში ეწევა სარეკლამო-საინფორმაციო საქმიანობას. ამავე დროს, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, რომ ვიყოთ არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტების მასპინძლები. ჩვენი პროგრამის თანახმად, თქვენ ეწვევით საქართველოს ყველა გეოგრაფიულსა და ისტორიულ კუთხეს, სადაც შეძლებთ არა მარტო კარგად დასვენებას, არამედ ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების (სუბტროპიკული კლიმატის, ზღვის, მზის, მაგნიტური ქვიშისა და ბუნებრივი სამკურნალო ტალახების) მეშვეობით სხვადასხვა დაავადების განკურნვას.

ჩვენთან ერთად თქვენ შეძლებთ განახორციელოთ თქვენი ოცნება და შეიგრძნოთ ცხოვრების რიტმი. ჩვენ ასევე დაგეხმარებით თქვენი მოგზაურობის დაგეგმვაში; დაგიჯავშნით სასტუმროებს.

ჩვენი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ტურები და ტურისტული მარშრუტები არის კომპლექსური და მოიცავს საქართველოს ყველა კუთხეს, მაგრამ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ცვლილებები შეიტანოთ ტურებში, რათა დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები. ჩვენ არ დავიშურებთ ცოდნასა და ენერგიას, რათა თქვენი მოგზაურობა საქართველოში იყოს უაღრესად საინტერესო, შთამბეჭდავი, ემოციურად დატვირთული და რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხო.












 პატივისცემით,

 "Caqlypso M-TOUR"-ის

 გენერალური დირექტორი

 რეზო მიქავა

ჩვენ გთავაზობთ:

ტურები საქართველოში
სასტუმროები საქართველოში
ტრანსფერი საქართველოში
ავიაბილეთები საქართველოს
მიმართულებით
ვიზების გაფორმება
დაზღვევა
  ტურები საქართველოში:

  საექსკურსიო ტურები
  სადღესასწაულო ტურები
  ზამთრის ტურები
  ზაფხულის ტურები
  ღვინის ტურები
  სამკურნალო ტურები
  ჯიპ ტურები
  ექსტრემალური ტურები
  კაზინო ტურები
  მოკლე ტურები

  სასტუმროები საქართველოში:

  სასტუმროები ბაკურიანში
  სასტუმრო სახლები ბაკურიანში
  კოტეჯები ბაკურიანში
  სასტუმროები გუდაურში
  სასტუმრო სახლები გუდაურში
  კოტეჯები გუდაურში
  ბინები გუდაურში
 
 
 
Copyright © 2011-2012 Calypso M-TOUR.
ჩვენთან კონტაქტი:

ტელ: +995 (32) 269-07-85
მობ: +995 (599) 79-71-36
ფაქსი: +995 (32) 269-07-85

WEB: CALYPSO-TR.GE
E-MAIL: INFO@CALYPSO-TR.GE

SKYPE: MIKAVA REZO "CALYPSO M-TOUR"

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ., კორპ. 2, ოფისი 98
ავიაბილეთები საქართველოს მიმართულებით:

ავიაბილეთები თბილისის
აეროპორტის მიმართულებით
ავიაბილეთები ბათუმის
აეროპორტის მიმართულებით
ტრანსფერის მომსახურება:

ტრანსფერი საქართველოში
ავტომობილის დაქირავება
საქართველოში
ტაქსის გამოძახება
თბილისის აეროპორტსა
და ბათუმის აეროპორტში
 
 
 
 
Анализ сайта