კოეჯი KC-4 – ნარინჯისფერი კოტეჯი მდებარეობს ცემში განსაკუთრებული ჰაერის კორიდორში.ყოფილი „მზიურის“ ზონაში. ის ერთ-ერთია ფერადი კოტეჯების რიგიდან.
. კოტეჯების ლამაზი ფერები დამსვენებელს უქმნის კარგ განწყობას და მშვიდ გარემოს. აქაური მთის სუფთა ჰაერი კი საუკეთესო საშუალებაა სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი სამკურნალოდ.
მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ
კოტეჯში არის სამზარეულო, მისაღები ოთახი და ერთი საძინებელი ოთახი.
კოტეჯში ეტევა 2 დიდი და 2 პატარა
სამზარეულო აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
კოტეჯის გაქირავება შესაძლებელია როგორც კვების გარეშე ასევე კვებით
ეზოში არის დასაჯდომი მაგიდა და სკამები
კოტეჯში არის :
ყურადღება: კოტეჯში არ არის ინტერნეტი
ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯები ბაკურიანში
ბიუჯეტური სასტუმროები ბაკურიანში
ჩვენ გთავაზობთ ერთ, ორ, სამ, ოთხ, ხუთ და მეტ საძინებლიან კომფორტულ კოტეჯებს საქართველოში. რომელთა აივნებიდან იშლება მთის ულამაზესი ხედები. აქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საუკეთესო დრო გაატაროთ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. ყველა კოტეჯი აღჭურვილია: ყველანაირი საყოფაცხოვრებო ავეჯით, ცენტრალური გათბობით, ინტერნეტით, ტექნიკით და ინვენტარით, თეთრეულით, პირსახოცებით და ა.შ. თითქმის ყველა კოტეჯს გააჩნია ბუხარი და სამწვადე ინვენტარი.
კოტეჯები განთავსებულია ბაკურიანის ყველა კუთხეში, როგორც 25-ანებთან ისე კოხტაგორასთან, დიდველის საუკეთესო ადგილას, ტყის პირას, დიდველის გზაზე, მელისას მიმდებარედ, სასტუმრო კრისტალის მიმდებარე ტერიტორიაზე და მის მახლობლად, ბაკურიანის რკინიგზის მიმდებარედ, სასტუმრო მგზავრების კომპლექსში, სადაც თქვენ დაგხვდებათ სასრიალო და სათამაშო მოედანი, პარკი, რესტორანი, მარკეტი და სხვა უამრავი გასართობი საშუალება.
კოტეჯების ფასს განსაზღვრავენ მათი მფლობელები (ხშირად ვახერხებთ მათ დარწმუნებას დააკლონ ფასები), ასე რომ დაგვირეკეთ, ვინაიდან კოტეჯების ჯავშნები უკვე დაწყებულია. ზოგიერთი კოტეჯი საახლწლოდ უკვე დაჯავშნილია. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად გააკეთოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არის უამრავი შეთავაზება! დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგეხმარებით!
Tour Reviews
There are no reviews yet.
Leave a Review