იზმირი

იზმირი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია თურქეთში და მდებარეობს ეგეოსის სანაპიროზე. აქ  განთავსებულია დიდი საზღვაო პორტი. იზმირი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია თურქეთში და მისი მოსახლეობა 4 მილიონზე მეტს ითვლის. კლიმატი ზაფხულში ზომიერად თბილი და ნოტიოა, ხოლო ზამთარში კი საკმაოდ გრილი. აქ ტურისტების დიდი ნაკადი მოდის ივლისსა და აგვისტოში. ისე როგორც სხვა დიდ ქალაქებში იზმირშიც არის ტურისტებისთვის დასათვალიერებელი  და მომზიდველი ადგილები.

იზმირის ღირშესანიშნავი ადგილებია:

  1. აგორა სმირნი – ჩ.წ.ა. მე-2 საუკუნეში აშენებული ბაზრის ნანგრევები
  2. კადიფეკალეს ციხე-სიმაგრე – გაშენებულია ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის პერიოდში
  3. კონაკის მოედანი – აქ შემონახულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი შენობა-ნაგებობები
  4. ქემერალდის ბაზარი – ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია მტელს თურქეთში. აქ მდებარეობს იზმირში ყველაზე უძველესი მეჩეთი „ხისარი“
  5. იზმირის მუზეუმები – აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ათათურქის მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი
  6. იზმირის კულტური პარკი – საუკეთესო ადგილია წყნარი და კულტურული დასვენებისათვის.

იზმირის უახლოესი საკურორტო ზონებია:

  1. კურორტი ჩამშე – იზმირიდან დაშორებულია 80კმ.
  2. კურორტი კუშადასი – იზმირიდან დაშორებულია 100კმ.

მანძილი იზმირიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქებამდის:

  1. კაბადოკია – 800კმ.
  2. ანკარა – 586კმ.
  3. სტამბული – 450კმ.
  4. ანტალია – 450კმ.
  5. ბურსი – 330 კმ.
  6. ბოდრუმი – 270კმ,
  7. მარმარისი – 265კმ.

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating