ქემერი

ქემერი-მდებარეობს თურქეთში ანტალიის აეროპორტიდან 43 კმ-ში. ქემერის ტურისტული ზონა გამოირჩევა არაჩვეულებრივი მთებით, ტყეებით, ქვიშიანი და კენჭიანი პლაჟებით, კრისტალივით წმინდა ზღვით.

ქემერის საკურორტო რაიონებია: ბელდიგი, გეინუკი, ჩამუვა და ტეკიროვა.

ქემერში ფუნქციონირებს 2 პლაჟი: საქალაქო და „მთავარის სინათლე“. ორთავე პლაჟი უფასოა.  საქალაქო პლაჟი ქვიანია, ხოლო „მთავარის სინათლე“ კი ქვიშიან-ქვიანი.

ქემერში გართობის ერთ-ერთ პოპულარულ სახეს წარმოადგენს დაივინგი. აქ თქვენი თვალით ნახავთ წყალქვეშა გამოქვაბულს, კალმარებს, რვაფეხას და ულამაზეს თევზებს რომლებსაც ადამიანის სიახლოვე არ აშინებთ. ე.ს. წყალქვეშა ცურვის მოყვარულთათვის ქემერი ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.

ქემერიში უამრავი სასტუმროა, მაგრამ ისინი ძირითადად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: სასტუმროები ოჯახური და წყნარი დასვენებიოსათვის და სასტუმროები რომლებიც გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, მათი ენერგიული და მხიარული დასვენებისთვის.

ქემერის უახლოესი აეროპორტია ანტალია და მისგან  დაშორებულია 43კმ-ით

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating

Facebook