სასტუმრო “ალაზნის ველი” თელავში

hotel_alazani_telavi_in_Telavi (1)

სასტუმრო “ალაზნის ველი” თელავში

Category:

სასტუმროალაზნის ველითელავში 

  სასტუმრო ალაზნის ველი მდებარეობს კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში, ცენტრიდან 1 კმ დაშორებით. სასტუმრო მოიცავს როგორც ნომრებს, ასევე საუკეთესო ქართულ რესტორანსა და ტერასას, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები და საქვეყნოდ ცნობილი ქართული ღვინოები.

სასტუმროში განთავსებულია 31 ნომერი, რომელთაგან 3 ნახევრად ლუქსის ტიპის ნომერია. ყველა ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სასტუმროსათვის განკუთვნილი აქსესუარებით, რაც თქვენს კომფორტულ განთავსებას უზრუნველყოფს. სასტუმროს რესტორანი განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული საღამოების მოსაწყობად. სასტუმროს აქვს ბიზნეს-ცენტრი და დარბაზები საქმიანი შეხვედრებისათვის.

სასტუმროში ფუნქციონირებს 24 საათიანი მიმღები. სასტუმრო გთავაზობთ სარესტორნე კომპლექსს „კახურ ეზოს“. თქვენს განკარგულებაშია თანამედროვე და ძველებური ტიპის რესტორანი. „კახურ ეზოში“ თქვენ შეგიძლიათ გამოაცხოთ პური ტრადიციული ქართული მეთოდით, მიიღოთ მონაწილეობა ხინკლის დამზადებაში, მწვადის შეწვასა და ჩურჩხელის ამოვლებაში, ასევე ჭაჭის არყის გამოხდაში. შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ნატურალური ღვინო(დამზადებული ოჯახურ პირობებში) პირდაპირ ქვევრიდან.

სასტუმრო „ალაზნის ველის“ პერსონალი მზადაა დაგეხმაროთ ტურების დაგეგმვაში, ღვინის დეგუსტაციის ორგანიზებაში და თქვენი სურვილისამებრ მოაწყობს როგორც სადღესასწაულო, ასევე საქმიან შეხვედრებს ყველა დეტალის გათვალსწინებით. მობრძანდით და ისიამოვნეთ ტრადიციული კახური სტუმართ-მასპინძლობით სასტუმრო ალაზნის ველში.

სასტუმროს დეტალები:

4 სართული

31 ნომერი (70 ადგილი)

4 საკონფერენციო დარბაზი ოთახები:

. ერთადგილიანი და ორადგილიანი სტანდარტული ნომერი ერთი საწოლით ან ორი განცალკევებული საწოლით

. სამადგილიანი ნომერი

. საოჯახო ნომერი

ნომრების აღჭურვილობა:

. ახალი თანამედროვე ავეჯი

. უფასო Wi-fi

. სატელიტური ტელევიზია

. კონდენციონერი/ცენტრალური გათბობა •

. სააბაზანო ოთახის დამატებითი აქსესუარები

შეხვედრის დარბაზები:

. 2 დიდი საკონფერენციო დარბაზი (150-200 პერსონა)

. 2 პატარა საკონფერენციო დარბაზი(30-50 პერსონა)

დამატებითი ინფორმაცია:

. თანამედროვე ლიფტი

. უფასო ინტერნეტი

. უფასო პარკინგი

. 24 საათიანი მიმღები

დამატებითი სერვისები:

. ქორწილების და სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა

. მოთხოვნისამებრ საექსკურსიო ტურების ორგანიზება

. ღვინის დეგუსტაცია მარნიდან და ქართული სუფრის სანახაობა

. ტრადიციული „ზაოდობა“(არყის გამოხდა და ჩურჩხელის ამოვლება),ხინკლის დამზადება, პურის გამოცხობა ტრადიციული ქართული მეთოდით

. მწვადის შეწვა შამფურზე.

სასტუმროში:

რესტორანი

ბარი

ნომრებში მომსახურება

მაღვიძარა

მასაჟით მომსახურება

სამრეცხაო

შემნახველი საკანი

ლიფტი

საკრედიტო ბარათების მიღება

გაზეთები და ჟურნალები მისაღებში

სეიფი ადმინისტრატორთან

ფაქსი

ნომრებში:

ტელეფონი

ინტერნეტი Wi-Fi

ТВ სპუტნიკი

კონდენციონერი

მინი ბარი

ფენი

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating