tskaltubo

წყალტუბო

Category:

წყალტუბო მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ცნობილია, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი  და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა, მისი ტემპერატურაა 33-35°.

წყალტუბოს მინერალური წყალი კურნავს შემდეგ დაავადებებს: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემისგულისა და სისხლძარღვების, კანისნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებები. წყალტუბოში აგრეთვე მკურნალობენ რევმატიზმითპოლიომიელიტით და ცერებრალური დამბლებით დაავადებულები. ასევე ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა კარსტული მღვიმეები, მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმისსტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ნევროზის და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ.

წყალტუბოში მკურნალობის ვადა 20-24 დღეა.

კურორტში ფუნქციონირებს სანატორიუმი „ოაზისი“, პანსიონატი „წყალტუბო“ და სასტუმრო „საქართველო“. ქალაქში აგრეთვე ფუნქციონირებს სამი სააბაზანო, პოლიკლინიკა და ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური „ცივი ტბა”, რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში მცირე მდინარე წყალტუბოს კალაპოტის ჩაკეტვის შედეგად.

  1. მანძილი თბილისის აეროპორტამდის– 270 კმ
  2. მანძილი ქუთაისის აეროპორტამდის– 30 კმ
  3. მანძილი ბათუმის აეროპორტამდის– 140 კმ

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating