mestia1

მესტია

Categories:,

მესტია მდებარეობს თბილისიდან 456 კმ, მესტიის მდინარეების ქვაბულში მესტიაჭალასა  და

მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ. მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო ტრასა ჰაწვალი.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIIIXIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები – გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი897, და სხვა).

დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიმიხეილ ხერგიანის ძეგლი (1974, (მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე) და სახლ-მუზეუმი, განათლებისჯანდაცვის და ტურიზმის დაწესებულებები.

მესტიაში თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ:

 სასტუმრო “თეთნულდი” მესტიაში (HOTEL TETNULDI)

სასტუმრო “სვანური სახლი” (HOTEL SVAN HOUSE) მესტიაში

სასტუმრო “ძველი სახლი” (Hotel OLD House) მესტიაში

სასტუმრო „ბან გურიანი“ მესტიაში (HOTEL BANGURIANI)

სასტუმრო „სვანეთი“ მესტიაში (HOTEL SVANETI)

სასტუმრო OLD SETI მესტიაში

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating