დასვენება და მოგზაურობა ტაილანდში


ტაილანდი ყველაზე ეგზოტიკური და ზღაპრული ქვეყანაა აზიის რეგიონში. ტაილანდში მოგზაურობა ყოველთვის დაუვიწყარია. ჯუნგლები, კამკამა მდინარეები, მაღალი მთები, ეგზოტიკური მცენარეები, ოქროსფერი სანაპიროები და მცხუნვარე მზე ზღაპრულ ქვეყანაში არსებული რეალობაა, სადაც ცათამბჯენები და ტრადიციული კულტურა, განვითარებული კურორტები და ხელუხლებელი ბუნება, ბიზნეს ცენტრები და უძველესი ტაძრები, სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიები და პირველყოფილი ტომები ჰარმონიულად თანაარსებობენ.

იმოგზაურეთ ტაილანდში და შეიგრძენით ნამდვილი დასვენებით მიღებული სიამოვნება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.

რეკომენდაციები ტურისტებს:

ოფიციალური ენა – ტაილანდური

ვიზა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა კეთდება ერევანში

ფულის ერთეული – ბატი.

სახელმწიფო რელიგია – ბუდიზმი

სახელმწიფოს მეთაური – მეფე

დედაქალაქი – ბანგკოკი

კლიმატი – ტროპიკული, ცხელი და ნესტიანი. თუმცა ტაილანდში დასვენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.

ონკანის წყალი არ გამოიყენება დასალევად.

მაღალი რისკია ა ჰეპატიტით, მალარიით და იაპონური ენცეფალიტით დაავადების.დროს საჭიროა სამედიცინო დაზღვევა.

არ შეიძლება სამეფო ოჯახის კრიტიკა.

ადამიანის თავი ითვლება სხეულის ყველაზე წმინდა ადგილად და არ შეიძლება შეხება. ბუდას ყველა ქანდაკება ითვლება წმინდად და არ შეიძლება მათზე აძვრომა ფოტოების გადასაღებად (ისჯება მკაცრად).

შორტები დაშვებულია მხოლოდ პლაჟზე და სასტუმროებში. სახლებში და ტაძრებში შესვლისას აუცილებლად ფეხზე უნდა გაიხადოთ. ქალებს ტაძრებსა და სამეფო სასახლეში შესვლისას აუცილებლად უნდა ეცვათ მკლავებდახურული ტანსაცმელი.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აკრძალულია. კატეგორიულად აკრძალულია ნარკოტიკებისა და ნარკოტიკის შემცველი წამლების შეტანა საზღვარზე (ისჯება სიკვდილით).

ტაილანდის სასტუმროების კატალოგი (pdf)

No products were found matching your selection.