დასვენება და მოგზაურობა გოაში


გოა ინდოეთის ყველაზე მდიდარი და ეგზოტიკური შტატია. იგი ცნობილია მშვენიერი, თეთრი ქვიშის სანაპიროებით,მთელს სანაპიროზე გადაჭიმული მაღალი, კოკოსის პალმის ხეებითა და რბილი, მსუბუქი ტალღებით.

გოა-ეს ის ადგილია სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისე დაისვენოს, როგორც მას სურს. თუ პლაჟზე მოგწყინდებათ, შეგიძლიათ ველურ ბუნებაში გაისეირნოთ და გაეცნოთ ადგილობრივთა წესჩვეულებებს. შეგიძლიათ ეწვიოთ ირმის პარკს, ბოტანიკურ ბაღს და ზოოპარკს, დატკბეთ საცხოვრებელი ბუნგალოებისა და ციხე-სიმაგრეების არქიტექტურის მშვენიერებით. იშოპინგოთ, ელეგანტური ცხოვრების სტილის მქონე და მოდის მიმდევრებისათვის განკუთვნილ მაღაზიებში.

რეკომენდაციები ტურისტებს:

გოაში გასამგზავრებლად საჭიროა ვიზა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა კეთდება ერევანში

ყოველთვის გაითვალისწინეთ ადგილობრივი საზღვაო სამსახურების გაფრთხილებები და ნუ შეხვალთ წყალში, თუკი იმყოფებით ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

ქურდობა სასტუმროს ნომრებიდან აგრეთვე ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთ მიდამოებში , როგორიცაა ანჯუნა და ვაგატორი, აგრეთვე პალოლემისა და არამბოლას ზღვის ნაპირის ქოხებში ,მხიარულ საღამოებზე თქვენი ყოფნის დროს.

ნარკოტიკების შეძენის ან შენახვის ნებისმიერი მცდელობა ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ინდოეთის სასტუმროების კატალოგი (pdf)

No products were found matching your selection.