სასტუმრო „კომორები“ ბაკურიანში

Описание

სასტუმრო „კომორები“ ბაკურიანში

სასტუმრო „კომორები“ მდებარეობს ბაკურიანში, კოხტას მთის ფერდობზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

სასტუმრო „კომორები“ აერთიანებს საშინაო კერის მყუდროებას, კომფორტს და თანამედროვე დიზაინს ერთ სივრცეში. ყველა ნომრიდან ხედი იშლება ბაკურიანის მთებზე. ოთახები აღჭურვილია თბოიზოლაციით, ინდივიდუალური კლიმატკონტროლით, განცალკავებული ტუალეტი-სააბაზანოთი, შხაპის კაბინით, ფენით, პირსახოცით და ხალათით.

სასტუმრო კომორების ყოველ ნომერში არის ტელევიზორი სატელიტური ტელევიზიით, უფასო wifi, მაცივარი, მინი ბარი და სეიფი ძვირფასი ნივთების შესანახად.

სასტუმრო „კომორები“ თავის სტუმრებს სთავაზობს ხუთი ტიპის ნომერს, ორ რესტორანს, ლობის ზონას ყოველ სართულზე. ასევე თხილამურების, სნოუბორდის, თოვლმავალის და ავტომობილის  გაქირავებას. დამწყებ მოთხილამურეებს ან სნოუბორდისტებს შეუძლიათ ინსტრუქტორის მომსახურებით ისარგებლონ, რომლებიც მსურველებს პროფესიონალურ დონეზე შეასწავლიან ზამთრის სპორტის სახეობებს.

თავისი ლოკაციის წყალობით, სასტუმრო „კომორები“ სტუმრებს სთავაზობს დატკბენ მთის ხედებით, ბუნების სიმშვიდით და სუფთა ჰაერით. ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სამთო ტრასების სიახლოვე: სასტუმროდან 300 მეტრის დაშორებით განლაგებულია სხვადასხვა ტიპის ტრასა, როგორც დამწყებთათვის, ისე ზამთრის სპორტის პროფესიონალი მოყვარულებისთვის.

ჩვენთან სტუმრებს დახვდებათ :

  • ბავშვთა გასართობი სივრცე და სასრიალო
  • მყუდრო რესტორანი საუკეთესო კულინარიული გამოცდილებისთვის
  • სრიალის მოყვარულთათვის, ჩვენ გვაქვს საუკეთესოდ აღჭურვილი თხილამურების გაქირავების სერვისი.
  • კოხტას  ტრასა — სასტუმროსგან 2 წუთის სავალზე ფეხით

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „აურუმი“ ბაკურიანში

თორმეტსაძინებლიანი კოტეჯი ბაკურიანში K-5-12

Отзывы

Отзывов пока нет.

Будьте первым, кто оставил отзыв на “სასტუმრო „კომორები“ ბაკურიანში”

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *