Описание
სასტუმრო ალპინა გუდაურში
სასტუმრო ალპინა მდებარეობს გუდაურში ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მთავარი სათხილამურო ტრასიდან 500 მეტრში.
აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ კეთილმოწყობილი და კომფორტული ოთახებით, Ski-in & Ski-out ფუნქციით და საბაგიროთი, რომელიც პირდაპირ მთავარი სათხილამურო კურორტის ფერდობებზე გადის.
სასტუმრო ალპინა გთავაზობთ 64 კომფორტულ და უმშვენიერეს ნომერს ულამაზესი ხედებით, რესტორანს უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძებით, ლაუნჯ და ტერასა ბარს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანით და მუსიკალური გაფორმებით.
სასტუმროს გთავაზობთ გასართობ ცენტრს, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი, დარცი და სხვადასხვა ვიდეო თამაშები.
ახლადგარემონტებული სასტუმრო გთავაზობთ ახალგაზრდულ და ენერგიით სავსე სათავგადასავლო გამოცდილებას. აქ შეგიძლიათ დატკბეთ გასართობი და დასასვენებელი ზონით და ისიამოვნოთ დინამიური ღამის ცხოვრებით.
აქ შეგიძლია ისიამოვნო 80კმ-ზე მეტი გაკვალული ტრასით, გონდოლებითა და საბაგირო გზებით.
აქ დაგხვდება 14 მოქმედი საბაგირო ხაზი, მათ შორის Doppelmayr-ისა და Poma-ს გზები და მუდმივად დათოვლილი ტრასები, მაშინაც კი, როდესაც ბუნებრივი თოვლი არასაკმარისია.
ისიამოვნე ზამთრის გუდაურით და ტრასებს მიღმა სრიალით. ისეირნე თოვლმავალით და დატკბი პეიზაჟებით, ეწვიე სნოუ პარკს და არ დაგავიწყდეს პარაპლანით ფრენა განსაკუთრებული თავგადასავლებისთვის.
სასტუმროში თქვენ დაგხვდებათ:
- Wi-Fi
- უფასო ავტოსადგომი
- ოთახი არამწეველთათვის
- საოჯახო ოთახები
- საკვების და სასმელის ოთახში მიწოდება
- რესტორანი
- დახურული აუზი
- საბილიარდო
- ბარი
- საბავშვო ოთახი
Отзывы
Отзывов пока нет.