Описание
ჯინო აქვაპარკი
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკვაპარკი Gino Paradise Tbilisi
დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს და დასვენებისა და გართობის მოყვარულებს დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს: აკვაპარკი ღია და დახურული აუზებით, ველნეს და სპა სივრცე, კვების ობიექტები, ექსელენთ სივრცე დახურული წვეულებებისთვის, დაბადების დღის ცენტრი, სასტუმრო Gino Seaside Tbilisi.
აკვაპარკის ტერიტორიაზე დაგხვდებათ:
➤ ტალღოვანი აუზი
➤ ველური მდინარე
➤ გარე საბავშვო სივრცე
➤ პანორამა აუზი- ბარით
➤ ბავშვთა წყლის პარკი
➤ სარელაქსაციო აუზი
➤ ტობოგანი
➤ ღია სლაიდების დიდი არჩევანი ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის
- 6 ტიპის საუნა
- ტეპიდარიუმი
- ცივი აუზი
- ცხელი ვირპული
- სხვადასხვა ტიპის საშხაპე
- ოქროს თერაპია
- ფეხის აბაზანები
- ყინულის ბორცვი
- მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები
თქვენ შეგიძლიათ ექსელენთ სივრცის დაჯავშნა ნებისმიერი ტიპის დახურული წვეულებისთვის: ნიშნობა, ქორწილი, პრეზენტაცია, გამოსაშვები საღამო, მეგობრების წვეულება…
სივრცეში განთავსებულია:
➤ ლუდის აბაზანა
➤ კლეოპატრას ოქროს აბაზანები
➤ ამავე სივრცეშია მოსასვენებელი ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით
➤ ექსელენთშია განთავსებული ყინულის ოთახი თოვლცვენის ეფექტით
სტუმრების მისაღებად ყოველთვის მზადაა Gino – ს დაბადების დღის ცენტრი.
ყველა ბავშვი იმსახურებს დაუვიწყარ დღესასწაულს და “ჯინოში” კი ყველა სურვილი სრულდება!
GINO PARADISE – ის ტერიტორიაზე კვების 10-ზე მეტი ობიექტი ფუნქციონირებს და ყველა მათგანი ხელმძღვანელობის HACCP – ის სტანდარტით.
აქ ხელმისაწვდომიაა:
Gino Seaside Hotel
აკვაპარკიდან 200 მეტრში 5★ – იანი სასტუმრო, Gino Seaside Hotel მოგემსახურებათ.
Отзывы
Отзывов пока нет.