ტურები თურქეთში

ტურები თურქეთში

დიალოგი ტურისტული კომპანიის ოპერატორსა და პოტენციურ ტურისტს შირის
— გამარჯობათ!
— გაგიმარჯოთ! მობრძანდით. რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
— დასასვენებლად მინდა წავიდე თურქეთში, მაგრამ არ ვიცი რომელ ქალაქში. თქვენ რას მირჩევდით?
— თურქეთზე რომ აკეთებთ არჩევანს ეს ძალიან კარგია, ხოლო რაც შეეხება ქალაქს,
გირჩევდით ანტალიას.
— რატომ ანტალიას?
— რატომ ანტალია და, ეს ის ქალაქია სადაც ზღვა, მზე, ისტორია და ბუნება ერთმანეთში ჰარმონიულადაა შერწყმული. აქ თქვენ გელოდებათ ულამაზესი სანაპირო, ლაჟვარდოვანი ზღვა, კომფორტაბელური სასტუმროები და უმაღლესი დონის მომსახურება. გარდა ამისა ანტალიაში ყოველწლიურად ჩამოდიან ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სწორედ ანტალიაში შეხვდებით ისეთ გოგონებს, როგორიც თქვენ მოგწონთ.
— თქვენ რა იცით მე როგორი გოგონები მომწონს.
-ჩვენ არა ბატონო მაგრამ, თქვენ ხომ იცით.
-და თუ ოჯახითა ვარ?

— გასაგებია, მაშინ გირჩევთ ალანიას
— რატომ ალანიას?
— ალანია ნამდვილი სამოთხეა ოჯახური და აქტიური დასვენებისათვის. აქ თურქეთის საუკეთესო პლაჟებია თავმოყრილი. თთქმის ყველა სასტუმროში ფუნქციონირებს აკვაპარკი სხვადასხვა გასართობებით და ატრაქციონებით
— ალანიას გარდა კიდევ რას შემომთავაზებდით
— მაშინ, გირჩევდით ქემერს. ქემერი ეს არის სუფთა ჰაერი და ულამაზესი მთები, ხოლო ლამაზი პლაჟები,სუფთა ზღვა და უგემრიელესი სამზარეულო ზღვის პროდუქტებით კიდევ უფრო გაალამაზებს და შინაარსიანს გახდის თქვენს დასვენებას.
— კარგით, კიდევ შეგიძლიათ? რაიმე შემომთავაზოთ
— რათქმაუნდა. ვინაიდან თქვენ ახალდაოჯახებული ყოფილხართ, შემოგთავაზებთ ბოდრუმს. ბოდრუმი თურქეთის ელიტის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. კურორტი ძალიან პოპულარულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე საოჯახო წყვილებში. სწორედ ბოდრუმშია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისკოთეკა”ჰელიკარნასი”. თბილი და სუფთა ზღვა, ასევე რბილი კლიმატი საუცხოო პირობებს ქმნის აქტიური დასვენებისათვის.
— და კიდევ… რას?
— კიდევ შემიძლია შემოგთავაზოთ კუშადასი და იზმირი. დღეს კუშადასი ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია თურქეთში. შესანიშნავი ოქროსფერი სილიანი პლაჟები და დიდებული ზურმუხტისფერი ზღვა საოცარ განწყობილებას შეგიქმნით აქტიური დასვენებისთვის. კუშადასის ღამის ცხოვრება, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება დღის მჩქეფარე ცხოვრებას, უამრავი კაფე, ბარი და დისკოთეკა საშუალებას მოგცემთ გაატაროთ დაუვიწყარი ღამეები კუშადასში. ხოლო რაც შეეხება იზმირს ეს არის
უზარმაზარი ქალაქი სადაც განლაგებულია უამრავი მუზეუმები და თეატრები, სადაც ყოველწლიურად იმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალები. საღამოობით შეგიძლიათ შეიაროთ ბარებსა და რესტორნებში და დააგემოვნოთ საუკეთესო ხარისხის ღვინოები.
— დიდი მადლობა, ცოტა არ იყოს დავიბენი კიდეც. წავალ, საღამოს ოჯახთან ერთად განვიხილავ და აუცილებლად გესტუმრებით.
— კარგად ბრძანდებოდეთ.

გელოდებით.

You can send your enquiry via the form below.

ტურები თურქეთში