signagi

სიღნაღი

Categories:,

სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.

სიღნაღი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას და აქ მდებარეობს ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.

სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები. რაც ტურისტების დიდ კონტინგეტს იზიდავს.

მანძილი თბილისის აეროპორტამდის 110 კმ

მანძილი ქუთაისის აეროპორტამდის 335კმ

მანძილი ბათუმის აეროპორტამდის480 კმ

სიღნაღში თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ შემდეგი სასტუმროები:

სასტუმრო “კაბადონი” სიღნაღში

სასტუმრო სიღნაღი სიღნაღში

სასტუმრო სოლომონი 1805 სიღნაღში

სასტუმრო ფიროსმანი სიღნაღში

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating