ურეკი მდებარეობს დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიშავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ., ოზურგეთიდან 24 კმ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. ურეკში არის რკინიგზის სადგური სამტრედიამახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2.

ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის სუბტროპიკულია, იცის თბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,8°C) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22,6°C). ნალექები 2080 მმ წელიწადში.

გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვების ბანაობისთვის. პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული.

ურეკში თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ:

 HOTEL ALBATROSI 3* ბორჯომში

HOTEL DELTA 3*  ბორჯომში

HOTEL EDEMI 3*  ბორჯომში

HOTEL KOLXIDA 4*  ბორჯომში

HOTEL KOPALA 3*  ბორჯომში

HOTEL TBILISI 3*  ბორჯომში

Hotel National 4*  ბორჯომში

სასტუმრო “პრაიმი” (HOTEL PRIME 3*) ურეკში

სასტუმრო “პრიმა” (Prima) ურეკში

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating