სასტუმრო კმმ (KMM) თბილისში

kmm1

სასტუმრო კმმ (KMM) თბილისში

Category:

სასტუმრო კმმ (KMM) თბილისში

KMM არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ მაღალ სტანდარტებს მორგებულ 63 კომფორტულ ნომერს თანამედროვე დიზაინით, სრული აღჭურვილობითა და ძველი თბილისის ულამაზესი ხედებით. სასტუმროს ინტერიერი წარმოადგენს სადა, მშვიდი ფერების, თანამედროვეობის და ამავე დროს მდიდრული სტილის სინთეზს.

თითოეული ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, ასევე სასტუმროს სრულ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია უფასო უკაბელო Wi-Fi ინტერნეტი.  ოთახები იყოფა 4 სხვადასხვა კატეგორიად, მათ შორის პანორამა ტიპის ოთახებს აქვს ვერანდის ტიპის აივნები, საიდანაც  ძველი თბილისის უმშვენიერესი ხედი იშლება.

სასტუმრო  მდებარეობს  მეტეხის  ქუჩის  ვიწრო  ჩიხში  და  შედგება  2  განცალკევებულად  მდგომი  5-სართულიანი შენობისგან.

დილის საუზმის გარდა, სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქართულ-ევროპული სამზარეულო, შენობის ბოლო სართულზე განთავსებულ რესტორან-ტერასაზე, სადაც უგემრიელესი კერძების გარდა დახვდებათ ძველი თბილისის პანორამული ხედები.

KMM მდებარეობს ქალაქის უძველეს ნაწილში, ძველი თბილისის ცენტრში, გარშემორტყმული ისტორიული არქიტექტურული შენობებით, ეკლესიებითა და ძეგლებით.  სასტუმრო არის საკმაოდ შორს თბილისის ხმაურიანი ქუჩებიდან, რაც უზრუნველყოფს სტუმრების სიმშვიდეს და მაქსიმალურ კომფორტს.

მხოლოდ რამდენიმე ადგილს შეუძლია აგრძნობინოს მოგზაურს თბილისის ცხოვრების ტემპი ისე კარგად, როგორც ავლაბარს, უძველეს უბანს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც მდებარეობს ძირითადი ღირსშესანიშნაობები: ისტორიული ციხესიმაგრე ნარიყალა, სამების საკათედრო ტაძარი, გოგირდის აბანოები, თბილისის ბოტანიკური ბაღი და სხვა.

ავლაბარი არის საუკეთესო არჩევანი მოგზაურებისთვის, რომელთაც აინტერესებთ ქალაქში სეირნობა, ძველი ქალაქის დათვალიერება და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები.

 

[tp_hotel_widget hotel_id=527090 responsive=true subid=”tbilisi”]

 

[tp_hotel_widget hotel_id=43783712 responsive=true subid=”tbilisi”]

 

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating