qroun plaza

სასტუმრო “ქროუნ პლაზა” 5* ბორჯომში

Categories:,

სასტუმრო “ქროუნ პლაზა” 5* ბორჯომში

Hotel Crowne Plaza 

სასტუმრო „ქროუმ პლაზა“ მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ბორჯომის პარკის შესასვლელიდან 50 მეტრში.  მას გააჩნია 101-ნომერი და ძალიან მოხერხებულადაა განლაგებული პატარა მდინარესა და გორაკებს შორის. გააჩნია  საკუთარი დაცული ტერიტორია და ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სურს დაისვენოს, ძალღონე აღიდგინოს, ან წყნარ გარემოში ჩაატაროს საქმიანი შეხვედრა.

სასტუმრო გამოირჩევა ინტერიერის თანამედროვე დიზაინით, თუმცა მკაფიოა ნოსტალგიური მინიშნება განსაკუთრებულ სიყვარულზე ელეგანტური სიძველეების მიმართ. უჩვეულო მოხაზულობისა და განსხვავებული მოცულობის თანამედროვე სასტუმრო ოთახები, ტერასაზე განლაგებული კაფე, ორი რესტორანი, ბარი და ღვინის ბარი, საკლუბო ლაუნჯი და სავარჯიშო დარბაზი მოხდენილადაა კომბინირებული ექსკლუზიურ გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრთან (2400 კვ.მ.), რომელიც სტუმრებს სთავაზობს საცურაო აუზის, ჯაკუზის, საუნისა და სხვა დასასვენებელი სივრცეების მომსახურებას, აგრეთვე სამკურნალო- გამაჯანსაღებელ და ბალნეოლოგიურ პროცედურებს, რომლებიც ყველა განსხვავებულ გემოვნებასა თუ ინდივიდუალურ საჭიროებას ზედმიწევნით დააკმაყოფილებს.

სასტუმროში არის:

·         კვება სამჯერადი

·         2 რესტორანი

·         ბარი

·         ღვინის ბარი

·         ტერასა

·         საკლუბო ლაუნჯი

·         სპეციალური მენიუ ბავშვებისათვის

·         საბავშვო ოთახი

·         6 საკონფერენციო დარბაზი

·         სპა ცენტრი

·         საცურაო აუზი

·         საუნა

·         ჯაკუზი

·         სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი

·         ბალნეოლოგიური ცენტრი

ნომრებში არის

  •  ინტერნეტი WI-FI
  •  ტელევიზია საკაბელო და სატელიტური არხებით
  •  გათბობა
  •  კონდიცირება
  • ტელეფონი
  •     სველი წერტილები შხაპ-კაბინით
  •     მინი ბარი
  •     სეიფი
  •     ჰიგიენური საშუალებებლის ნაკრები
  •     პირსახოცი
  •     ხალათი
  •     ჩუსტები

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating