magi-1

საოჯახო სასტუმრო “მაგი”

Category:

სასტუმრო “მაგი” მდებარეობს დაბა ბაკურიანში, 9 აპრილის 7 ნომერში. სასტუმროს ეზოში შესვლისთანავე აღმოჩნდებით მყუდრო, სასიამოვნო გარემოში. მინი პარკი სხვადასხვა გასართობი ატრაქციონებით, საცურაო აუზით, აკმაყოფილებს მყუდრო და სასიამოვნო დასვენების ყველა პირობას. სასტუმროს აქვს დაცული ავტოსადგომი. სასტუმროდან 200 მეტრში მდებარეობს უნიკალური წყარო, რომელიც ძალიან სასარგებლოა საშარდე სისტემის მარილებისგან სამკურნალოდ.

სასტუმროს აქვს 7 ნომერი: 1 ლუქსი, 3-ოთხადგილიანი და 3-ორადგილიანი. ულამაზესი ბუნების ხედებით. სასადილო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი და ჰოლი. შენობის შიგა დიზაინი ქმნის ძალიან მყუდრო გარემოს. ყველა ნომერი აღჭურვილია თანამედროვე კომფორტული ავეჯით, ტელევიზორით, სააბაზანოთი და 24 საათიანი ცხელი და ცივი წყლით.

სამზარეულო სამჯერადი კვებით, მყუდრო გარემოსთან ერთად, შემოგთავაზებთ ყველანაირ კერძს, ქართული და ევროპული სამზარეულოდან, რომლებიც მზადდება ყოველთვის დამსვენებელთა შეკვეთით, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. სადღესასწაულო დღეებში საბანკეტო სუფრა მზადდება სასტუმროს ხარჯებით. დამსვენებელს ვიღებთ როგორც ჩვენი კვებით, ასევე კვების გარეშე. შეგიძლიათ მინიმალურ ფასად ისარგებლოთ ავტომანქანის მომსახურეობით. 10 წლამდე ბავშვებისთვის არის გარკვეული შეღავათები.

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating