საიტზე გამოყენებული საავტორო ლექსები

rezo1

საიტზე გამოყენებული საავტორო ლექსები

Category:

საიტზე გამოყენებული საავტორო ლექსები

დასვენება არის ტურფა

დასვენება პირველადვე, ცხოვრების არს ერთი დარგი,

ყველასათვის მოსაწონი, ყველასათვის დიდი მარგი.

მართლაც ყველას ეამების, ვინც ისვენებს კაცი ვარგი.

დასვენება არავის წყენს, ყველასათვის არის კარგი.

დასვენება არის ტურფა, მაგრამ ხშირად ძვირიც არის.

დასვენება სხვა რამეა, არ სიზანტის დასადარი,

იგი სხვაა, სიზანტე სხვა, შუა უზის დიდი ზღვარი.

ნურვინ გარევთ ერთმანეთში, გესმათ ჩემი საუბარი.

რ. მიქავა

დასვენება მისთვის მინდა

დასვენება მისთვის მინდა,

ძალ-ღონე რომ მოვიკრიბო,

აღვიდგინო ენერგია,

წამლები რომ არ ვიყიდო.

ახლებური შემართებით

გავაგრძელეოთ კვლავ ცხოვრება.

წინ ხომ ისევ დამქანცველი,

მძიმე მშრომა მელოდება

რ. მიქავა

ოცნება

მინდა ვესტუმრო არაბეთს, მინდა

საემიროებს შევავლო თვალი,

დუბაის ყველა პლაჟზე წამოვწვე,

ცხოვრების ეშხით ვიყო მე მთვარილი.

მინდა ვიხილო  საოცრება და,

თვალის მომჭრელი ცათამბჯენები,

ბურჯ-ჰალიფაზე ფეხი შევდგა და,

მუხლამდის მომწყვდეს თეთრი ღრუბლები.

საოცრებათა ბაღში გავიდე,

გავისეორნო, დავტკბე მარადის,

ასევე უნდა მოვინახულო,

„პალმ ჯუმეირა“,  „ბურჯ ალ არაბი“

რ. მიქავა

. . .

მუშაობის დრო ჩაივლის

დასვენების მოვა ჯერი

გაემგზავრე საბერძნეთში

დაივიწყე ყველაფერი.

გაილურჯე კარგად მზეზე,

ისეირნე გემით,

წმინდანების ნაკვალებზე

გაიარე ფეხით.

წმინდა ტაძარს ემთხვიე და

მოილოცე ყველგან,

უფალი ზურგს არ შეგაქცევს,

შენ ხომ მისი გჯერა.

რ. მიქავა

ევროპისკენ ჰერი! ჰერი!

დღეს ვიზები გაგვიუქმეს,

დილა არის მშვენიერი,

ტელეფონი მომაწოდეთ,

ოფისისკენ ჰერი! ჰერი!

ევროპისკენ ეშურება

კაცი, ქალი, ერი-ბერი,

აბა მარდად ჩვენც საგზურით,

ევროპისკენ ჰერი! ჰერი!

რ. მიქავა

. . .

რაზე ჩაფიქრებულხარ,

რას უნახავ ფულებს?

წამო ერთად  ვესტუმროთ

შეიხების ყურეს.

წითელ ზღვაში ჩავყვინთოთ,

ვნახავთ ლამაზ თევზებს,

მერე ხელსაც შევახებთ

იქ მარჯანის რიფებს.

დაივინგით დავტკბეთ და,

პარაპლანით ვიფრინოთ.

მუჰამედის პარკში კი

კარგად გავისეირნოთ.

ზღვაზე ხშირად წამოწვეთ,

კარგად გავილურჯებით,

ძალ-ღონეს რომ მოვიკრეფთ,

მერე შინ დავბრუნდებით.

რ. მიქავა

დედის მიმართვა შვილს

ადექი შვილი, წამოდი,

სიცივეს თავი  ვარიდოთ,

გადავიფრინოთ მთა-ბარი,

ეგვიპტე მოვინახულოთ.

გავიდეთ, ზღვაზე წამოვწვეთ.

გალურჯვა მომნატრებია.

ზამთარშიც თურმე ზღვის წყალი,

თბილი კი არა, ცხელია.

მინდა გიჩვენო ბუნების

საოცრებათა ფერები,

იდუმალებით მოცული,

ეგვიპტის პირამიდები.

მოვინახულოთ ლუქსორი,

მიცვალებულთა ქალაქი,

სფინქსების გალერეა და

ამინ რას დიდი ტაძარი.

რ. მიქავა

 

ჰერი! ჰერი!

დღეს ვიზები გაგვიუქმეს,

დილა არის მშვენიერი,

ტელეფონი მომაწოდეთ,

ოფისისკენ ჰერი! ჰერი!

ევროპისკენ ეშურება

კაცი, ქალი, ერი-ბერი,

აბა მარდად ჩვენც საგზურით,

ევროპისკენ ჰერი! ჰერი!

რ. მიქავა

 

ახდა, ასრულდა  ოცნება ჩვენი,

ევროკავშირმა კარი გაგვიღო,

მოგვცა იმედი, მომავლის რწმენა,

გულში ჩაგვიკრა, თბილად მიგვიღო.

ამიერიდან ევროკავშირი

ჩვენი მომავლის  დიდი სახლია,

და ევროპული ფასეულობის

დაცვა გვჭირდება, ჩვენი ვალია.

ჩვენი ვალია რომ მომვალისკენ

ვეროკავშირთან ერთად ვიაროთ,

ფეხი ავუწყოთ მათ ყოველ ნაბიჯს

და მათი ხედვა გავიზიაროთ.

ჩვენი ვალია ამ დიდ ოჯაში

სამარადისო ბინა დავიდოთ,

სიკვდილის ყველა კარი ჩავრაზოთ,

თავისუფლების რწმენა ვადიდოთ.

რ. მიქავა

ისმინე ჩემო ძმობილო

ისმინე ჩემო ძმობილო, მიჰყევ ცხოვრების ცნებასა,

ჯერ დაისვენე კარგად და მერე მიენდე შრომასა.

ხანდახან დასვენება ჯობს, შრიმისგან ოფლის დენასა.

დასვენებას ვერ დავარქმევ მუდმოვად სახლში ჯდომასა.

ოჯახში ვერ დაისვენებ, ოჯახიც სამსახურია.

გადი სადმე და გაერთე თუ დასვენება გწყურია.

თუ საზღვარგარეთ ისურვებ… იქ სამოთხეა ნამდვილი.

სწორედ იქ აგისრულდება მაგ შენი გულის წადილი.

შენ გელოდება თურქეთი, საბერძნეთი და ეგვიპტე.

ისრაელი და დუბაი უშენოდ მართლაც მოიწყენს.

აღმოაჩინე ქვეყნები: შრი-ლანკა, გოა, ევროპა.

არც ბრაზილია გამოგრჩეს.  თუმცა არც ეგი გეყოფა.

რ. მიქავა

დიალოგი ორ პროვნებას შორის:

– დავიღალე ცხოვრებისგან, გული სევდით მევსება,

სად წავიდე აღარ ვიცი, რა ვქნა, რა მეშველება?

– გაემგზავრე თურქეთში ხვალ, ძვირი არ დაგიჯდება.

დაისვენებ და ცხოვრებაც, ზღაპრად მოგეჩვენება.

რ. მიქავა

 

დასვენება ყველას უნდა

 

დასვენება ყველას უნდა

მუშაა თუ მეცნიერი,

დასვემებაზე ოცნებობს

ყველა ქვეყნის ყველა ერი.

სწორედ ჩვენი სააგენტო

აგისრულებთ ყველა სურვილს,

ჩვენთან ერთად დაიოკებთ

დასვენების ძლიერ წყურვილს.

მოგვმართეთ და ჩვენ შეგირჩევთ

ტურებს ხმელთაშუა ზღვაზე,

ეგვიპტეში გაგამგზავრებთ,

დაისვენებთ წითელ ზთვაზე.

არც ევროპის ქალაქები

თვენთვის შორი აღარ არის.

უკვე ვიზა არ გჭირდებათ,

ფასებიც ხომ კარგი არის.

სასტუმროებს დაგიჯავშნით,

ბილეთებსაც ამოგიწერთ,

დაზღვევასაც თან გაგატანთ,

სირბილი თქვენ არ მოგიწევთ.

აეროპორტში ჩაფრენისას

მანქანას ჩვენ დაგახვედრებთ,

უსაფრთხოდ და კოფორტულად

სასტუმროში განგათავსებთ.

თუ ტურები მოგინდებათ,

აღარ არის ეს პრობლემა,

მანქანა და გიდი თქვენთან

ელვისებურად გაჩნდება.

ხოლო, სახლში წამოსვლისას

აეროპორტში მიგაცილებთ,

შინ მშვიდობით დაბრუნდებით.

გვესტუმრებით ალბათ კიდევ.

რ. მიქავა

 

ხურგადაში ჩავფრინდეთ

 

ხურგადაში ჩავფრინდეთ,

უდაბნოში წავიდეთ.

ჯიპით გავისერნოთ,

კაიროშიც გავიქცეთ.

არც ლუქსორი გამოგვრჩეს

და არც ღამის კლუბები,

დრო ვატაროთ ყველგან და

კარგად დავიმუხტებით.

გალურჯული ჩამოვალთ,

“შოკო“-ს ფერი გვექნება,

ყველა ჩვენ შემოგვნატრებს,

ვერავინ შეგვედრება.

რ. მიქავა

 

საბერძნეთი

საბერძნეთო ჩემო,

ჩემო საყვარელო,

მინდა შენთან მოვიდე,

მინდა მოგეფერო,

ჯერ ათონის მთაზე

მინდა ფეხით ავიდე,

წმინდა ტაძარს ვემთხვიო,

მერე ბარში ჩავიდე.

აქაფებულ ზღვის ტალღებში

გადავეშვა თავით,

გავილურჯო კარგად მზეზე,

ვისეირნო ნავით.

რ. მიქავა

ოცდაორი ქვეყნის კარი

მოგვმართეთ და ჩვენ შგირჩევთ

ტურებს ყველა ქვეყანაში,

უსაფრთხოდ და   კომფორტულად

გაგამგზავრებთ ევროპაში.

ოცდაორი ქვეყნის კარი

თქვენთვის მუდამ ღია არის.

არსად ვიზა არ გჭირდებათ,

აღარ არის ეს ზღაპარი.

აისრულეთ ოცნებები,

შეიცანით ევროსახლი,

დაისვენეთ, იშოპინგეთ,

ისეირნეთ გემით, ნავით.

ემოციით დატვირთული

 სახლში როცა დაბრუნდებით,

იმედია გაგვიხსნებთ

და ოფისში გვესტუმრებით.

რ. მიქავა

.  .  .

მოდი ჩემთან, დღეს ბათუმში წავიდეთ,

იქ ლამაზი და მზიანი დღე არის,

ზღვის ტალღებში გავილურჯოთ ლამაზად,

დღეს ხომ შენი დაბადების დღე არის.

საღამოსკენ გავიაროთ ქალაქში,

იქ მრავალი გასართობი რამ არის.

დავსხდეთ სადმე, დავისვენოთ ლამაზად,

დღეს ხომ შენი დაბადების დღე არის.

ხვალ კი ჩემი დაბადების დღე მოდის,

აკვა პარკში დავისვენოთ ზღაპრულად,

საღამოს კი გასართობი კლუბები

არ გვაწყენდა, არ გვაწყენდა ნამდვილად.

რ. მიქავ

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating