ახალბედა ტურისტებს და არა მარტო ახალბედას, ხშირად აინტერესებთ არა მარტო მხურვალე მზით გამთბარი ეგვიპტის პლაჟებზე ბანაობა, არამედ უძველესი და საიდუმლო პირამიდების მონახულება.
მართლაც, ეგვიპტეში, ყველას შეუძლია იპოვოს რაღაც მომხიბლავი და თავისთვის ძალიან საინტერესო ადგილები, მოიწყოს ექსკურსიები და მოგზაურობები.
ეგვიპტე შესანიშნავი ადგილია მათთვის ვისაც სურს წყნარ, ოჯახურ გარემოში დასვენება. ეგვიპტის ისეთ ქალაქებში, როოგორიცაა შარმ ელ-შეიხი, ხურგადა, ტაბა და მარსა ალამი, კილომეტრობითაა გადაჭიმული სუფთა და ქვიშიანი პლაჟები, რომელიც ბუნებამ თითქოსდა სპეციალურად შექმნა ადამიანის საკეთილდღეოდ.
ეგვიპტეში თანამედროვე სტანდარტებით აგებული სასტუმროები აკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული ტურისტების მოთხოვნებს
დედის მიმართვა შვილს
ადექი შვილი, წამოდი,
სიცივეს თავი ვარიდოთ,
გადავიფრინოთ მთა-ბარი,
ეგვიპტე მოვინახულოთ.
გავიდეთ, ზღვაზე წამოვწვეთ.
გალურჯვა მომნატრებია.
ზამთარშიც თურმე ზღვის წყალი,
თბილი კი არა, ცხელია.
მინდა გიჩვენო ბუნების
საოცრებათა ფერები,
იდუმალებით მოცული,
ეგვიპტის პირამიდები.
მოვინახულოთ ლუქსორი,
მიცვალებულთა ქალაქი,
სფინქსების გალერეა და
ამინ რას დიდი ტაძარი.
რ. მიქავა
Showing all 3 results