დასვენება და მოგზაურობა მოლდივებზე

მოლდივები ანუ მოლდივების რესპუბლიკა მდებარეოს ინდოეთის ოკეანეში შრი-ლანკა-დან 700 კმ.-ის დაშორებით.

Maldive. აღმოაჩინე სასწაული!

სამოთხესაც კი ვერ წარმოიდგენთ ასეთს: პატარა ქუჩები, ოქროსფერო ქვიშით დაფარული გზებით, ფოსფორიანი წყალი, რომელიც ღამით ანათებს, ულამაზესი წყალქვეშა სამყარო, ბევრი პალმა და ჰამაკი, ყველაზე სუფთა, გამჭვირვალე წყალი, ოკეანეში მიმოფანტული პატარა, ოქროსფერი კუნძულები, საოცარი საკვები, თითქმის არცერთი მანქანა, ბარები ქვიშაში, ფეხებში რომ მსუბუქი ბრიზი გიბერავს და შიგადაშიგ წყალი რომ შემოგეპარება, მოკლედ სრული საოცრება, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ სანამ ცოცხალი ხართ, ანუ სიცოცხლეშივე მოხვდეთ სამოთხეში…!!!

მოლდივების დედაქალაქი – მალე

.კუნძულების რაოდენობა – 1190 (მათგან დასახლებული-200)

სახელმწიფო რელიგია – ისლამი

ქართველი ტურისტებისათვის ვიზა გაიცემა აეროპორტში ჩაფრენისთანავე.

რეკომენდაციები ტურისტებს:

აკრძალულია.ალკოჰოლური სასმელების საზღვარზე შეტანა და საზოგადოებრივ ადგილებში დალევა.

დაუშვებელია ნარკოტიკების, პორნოგრაფიისა და ღორის ხორცის პროდუქტების შეტანა.

მარჯნის მოჭრა, ნიჟარების შეგროვება და თევზის დამოუკიდებლად დაჭერა ჯარიმდება.

მალეში სეირნობისას ტანსაცმელი უნდა იყოს მუსულმანური ტრადიციების შესაბამისი. გრძელი ქვედაბოლო ან შარვალი.

ადგილობრივი წყლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

მეჩეთში შესვლისას საჭიროა ფეხზე გახდა.

ადგილობრივი ქალებისადმი არ შეიძლება ზედმეტი ყურადღების გამოჩენა.

შიშვლად ბანაობა აკრძალულია ყველა კუნძულზე, გარდა კუნძული კურამატისა.

დაივინგის და უბრალოდ წყალში ცურვის დროსაც უნდა ერიდოთ მარჯნის რიფებს და შხამიან თევზებს, განსაკუთრებით ზღვის ზღარბს.

მალდივების სასტუმროების კატალოგი (pdf)

No products were found matching your selection.