დასვენება და მოგზაურობა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში

არაბეთის გაერთიანებულ საემიროები მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე

არაბეთის გაერთიანებული საემიროები – ეს არის აღმოსავლურ ფანტაზიასა და დასავლურ სტანდარტებს შერწყმული საოცარ ხიბლი, ეგზოტიკური პირველი კლასის საიუველირო მაღაზიებით, გიგანტური სავაჭრო ცენტრებით, ცათამბჯენებით და მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებით. აქ ტურისტებს ყოველთვის ელოდებათ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო ატმოსფერო.

გარდა ამისა, არაბეთის საემიროებში მოგზაურობის დროს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი ისტორიული ღირშესანიშნაობები: არქეოლოგიური პარკი, შეიხების ძველი ციხეები და სასახლეები.

ემირატებში, კარგადაა განვითარებული ეკოტურიზმი. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა საფარა. აქ თქვენ შეგიძლიათ გაისერნოთ ჯიპით, კვადროციკლით ან აქლემით რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ნებისმიერ პრეტენზიულ ადამიანს.

თითოეულ საამიროს აქვს თავისი, ყვავილების ბაღებით დამშვენებული, ქვიშიანი პლაჟები, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩამოდის და დიდი სიამოვნებით ღებულობს მხურვალე მზის აბაზანებს.

საუკეთესო დრო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამგზავრებისა – ზამთარი, დეკემბრიდან თებერვლამდე. წყლის და ჰაერის ტემპერატურა ამ პერიოდში შეადგენს 20-30 °

ვიზა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა საჭიროა და ქვეყანაში ჩასვლამდე უნდა იქნას აღებული

ფულის ერთეული – დირჰამი

სახელმწიფო რელიგია – ისლამი

ალკოჰოლური სასმელები იყიდება მხოლოდ სასტუმროებში და რესტორნებში.

შარჯაში მოქმედებს “მშრალი კანონი”. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოჩენა

ქუჩაში ნაგვის დაგდებისთვის ჯარიმა გემუქრებათ.

ადგილობრივი ქალებისადმი ზედმეტი ყურადღება, ქუჩაში უწმაწური სიტყვების ხმარება ისჯება.

ნარკოტიკების გამოყენება ისჯება ციხით, ქვეყანაში შეტანა და გაყიდვა სიკვდილით.

ყველგან თან იქონიეთ პასპორტი ან უმჯობესია მისი ასლი. სასტუმროებში, ძირითადად 5 და 4 ვარსკვლავიანებში საჭიროა ფულადი დეპოზიტის დატოვება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, რომელიც უკან უბრუნდება კლიენტს თანხის გამოუყენებლობის შემთხვევაში.

ოცნება

მინდა ვესტუმრო არაბეთს, მინდა

საემიროებს შევავლო თვალი,

დუბაის ყველა პლაჟზე წამოვწვე,

ცხოვრების ეშხით ვიყო მე მთვარილი.

მინდა ვიხილო საოცრება და,

თვალის მომჭრელი ცათამბჯენები,

ბურჯ-ჰალიფაზე ფეხი შევდგა და,

მუხლამდის მომწყვდეს თეთრი ღრუბლები.

საოცრებათა ბაღში გავიდე,

გავისეორნო, დავტკბე მარადის,

ასევე უნდა მოვინახულო,

„პალმ ჯუმეირა“, „ბურჯ ალ არაბი“

                                                    რ. მიქავა

არაბთა გაერთიანებული საემიროების სასტუმროების კატალოგი (pdf)

No products were found matching your selection.