საქართველო – GEORGIA – ГРУЗИЯ

ფართობი – 69.700 კვადრატული. კმ.
მოსახლეობა – 5 მილიონი ადამიანი.
დედაქალაქი – თბილისი (1.152 500 ადამიანი).
სხვა დიდი ქალაქი – ქუთაისი (192,500 ადამიანი).
უმაღლესი წერტილია – მთა შხარა (5068 მ).
სახელმწიფო ენა – ქართული (ოფიციალური), რუსული და ინგლისური.
რელიგია – მართლმადიდებლური ქრისტიანობა.
ვალუტა – ლარი.
მთავარი ექსპორტი – ღვინო, ხილი, მინერალური წყალი,სოფლის მეურნეობისა და მანქანათმშენებლობის პროდუქტები

გეოგრაფია

საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

ბორჯომი

ბორჯომი – ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომლის “ასაკიც” ათასწლეულებს ითვლის. ის ნახშირორჟანგი გაზის დახმარებით მიწის ზედაპირზე 8-10 კმ. სიღრმიდან ამოდის. სხვა ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებისგან განსხვავებით, ბორჯომი მიწის ქვეშ ვერ ასწრებს გაგრილებას და ზედაპირზე თბილი სახით ამოდის (38-40°С), “გზად” კი კავკასიის მთების ქანებში არსებული, 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით მდიდრდება.

ბორჯომის მინერალური წყალი სათავეს კავკასიის მთებში, აჭარა-იმერეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში იღებს, ზღვის დონიდან 760-920 მეტრის სიმაღლეზე. ბორჯომის მინერალური წყალი ბორჯომის ნაკრძალში მდებარე 9 ჭაბურღილიდან მოიპოვება, რომელთა სიღრმე 1200 დან 1500 მეტრამდეა.

დღეისათვის “ბორჯომის” შემადგენლობა ისეთივეა, როგორიც საუკუნეზე დიდი ხნის წინ, _ ამას ამტკიცებს 1890 წლიდან დაწყებული რეგულარული კვლევები. ათობით საერთაშორისო კვლევითი კომპანიის მიერ შემოწმებული მინერალური წყალი “ბორჯომი” მოპოვების ადგილზე ჩამოისხმება ბოთლებში და მიეწოდება მომხმარებელს. ამასთან ერთად იგი ინარჩუნებს ყველა იმ უნიკალურ თვისებას, რომელიც მას ბუნებამ უსახსოვრა.

 

 

1) მცხეთის ისტორიული ძეგლები (UNESCO).

საქართველოს უძველი დედაქალაქი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

მცხეთის ისტორიული მონუმენტები
ბებრისციხე
სამთავროს ველი
სამთავროს კოპმლექსი
კარიბჭე ”არაგვის კარი”
კოდმანი
ბარბარეთის ეკლესია
ნასოფლარი
მგალობიანთკარის ეკლესია
ოლღას მონასტერი (მცხეთა)
სვეტიცხოვლის უბანი – ნაქალაქარი
ქვაყუთი
სვეტიცხოვლის კომპლექსი
გეთსამანია
მცხეთის გორა
წმ. დემეტრეს ეკლესია
მცხეთის ჯვრის კომლექსი
ანტიოქია
პომპეუსის ხიდი
კალოუბნის წმ. გიორგი ეკლესია
მცხეთის აკლდამა
არმაზციხე
არმაზისხევი
მოგვთაკარის სამაროვანი
ღვთისმშობლის ეკლესია
წმ. ნინოს ეკლესია და გალავანი
არმაზის ღვთისმშობლი ესკლესია
მეთუნეთა ნამოსახლარი
მინის სახელოსნო
არმაზის ციხე

2) ბაგრატის ტაძარი (UNESCO)

— ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.

3) გელათის მონასტერი (UNESCO)

— ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

4) ზემო სვანეთი (UNESCO) /

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია 1996 წელს. “ზემო სვანეთს გააჩნია განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, გამორჩევა არიტექტურითა და შეუდარებელი პეიზაჟებით, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად შეინარჩუნეს მათი შუა საუკუნოვანი სახე.”

კლდეში ნაკვეთი ქალაქი “უფლისციხე”

– კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

ვარძია

– კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII – XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

მეტეხის ტაძარი.

ტაძარი თბილისში, მეტეხის აღმართზე.

წმინდა დავითის ეკლესია

– წმინდა მეფე წინასწარმეტყველი დავითი ჩვენი უფლის,იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. წმინდა დავითი იყო ”კაცი… გულისხმისმყოფელი, მხნე ბრძოლისა, სრულ ძალითა და ბრძენ სიტყვთა და კეთილ საქმითა”

სიონის საკათედრო ტაძარი

– სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელური ეკლესიის უდიდესი სიწმინდე – წმ. ნინოს ჯვარი. ტაძარში ასევე ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა.

სამების ეკლესია

– თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში.

ნარიყალას ციხე

– ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც “შურის ციხე”. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას “ნარინ ქალა” (“მცირე ციხესიმაგრე”) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება.

ძველი თბილისი

საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში

თბილისის ბოტანიკური ბაღი

გოგირდის აბანოების რაიონი.

ღვინოს ქარხანა წინადალი

სიყვარულის ქალაქი სიღნაღი

ბოდბის დედათა მონასტერი

– წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

– ფეოდალური ხანის (VI ს.)საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს

ანანურის ციხე – ანანური

– ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. ციხე ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

–ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის,ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა – “ფაცხა”, “ჯარგვალი”, “ოდა” – და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები. ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარდადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.