ზოგადი ინფორმაცია საქართველოს შესახებ


SAKARTVELO (ქართულად) – GEORGIA – ГРУЗИЯ
ფართობი - 69.700 კვადრატული. კმ.
მოსახლეობა - 5 მილიონი ადამიანი.
დედაქალაქი - თბილისი (1.152 500 ადამიანი).
სხვა დიდი ქალაქი - ქუთაისი (192,500 ადამიანი).
უმაღლესი წერტილია - მთა შხარა (5068 მ).
სახელმწიფო ენა - ქართული (ოფიციალური), რუსული და ინგლისური.
რელიგია - მართლმადიდებლური ქრისტიანობა.
ვალუტა - ლარი.
მთავარი ექსპორტი - ღვინო, ხილი, მინერალური წყალი,სოფლის მეურნეობისა და მანქანათმშენებლობის პროდუქტები

რუკა საქართველოს რუკა საქართველოს გერბი საქართველოს დედაქალაქი - თბილისი

გეოგრაფია
საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

კლიმატი
ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი. საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკული და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.

ფლორა და ფაუნა
საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 -გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - მღიერებს, 5000 - სოკოვნებსა და 2000 - წყალმცენარეებს. საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11,თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

შავი ზღა საქართველოში მთები და ტბები საქართველოში

ვიზა
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივებულია და მისი გაცემა ხდება აეროპორტში ჩამოფრენისას, საჭიროა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა იქნება არანაკლებ 6 თვისა ჩამოფრენის დღიდან. თუ თქვენ პირველად ჩამოდიხართ საქართველოში, ვიზა გაიცემა ერთი თვით. თუ მეორედ ან მეტჯერ, მაშინ ვიზა გაიცემა 1-3 თვემდე სავიზო მოსაკრებელი $ 30.

ქართული. გავრცელებულია ინგლისური და რუსული.

90% საქართველოს მოსახლეობა – მართლმადიდებელი ქრისტიანები.

სავალუტო ერთეული
ოფიციალური ვალუტა - ქართული ლარი. მიმოქცევაში არის ბანკნოტები: 200, 100, 50, 20, 10, 5, 2 და 1 ლარი, და მონეტები: 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრი. 1 ამერიკული დოლარი 2011 წლის პერიოდში შეადგენს 1.65 -1.70 ლარს. შეგიძლიათ ფულის გაცვლა ბანკებში, და გაცვლის ოფისებში..ყველა მთავარი მაღაზიები, რესტორნები და სასტუმროები იღებენ საკრედიტო ბარათებს,. სამგზავრო ჩეკებს

საქართველოს ვალუტა

GMT + 4
ძაბვა ელექტროქსელში 220 ვოლტი

ახალი წელი - 1 იანვარი
შობა - 7 იანვარი
ნათლისღება - 19 იანვარი
წმინდა ნინოს ხსოვნის დღე -27 იანვარი
დედის დღე - 3 მარტი
წმინდა ვალენტინის დღე -4 თებერვალი
ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი
ეროვნული ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე - 9 აპრილი
გამარჯვების დღე - 9 მაისი
წმინდა ანდრიას ხსოვნის დღე- 12 მაისი
დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი
ღვთისმშობლობა - 28 აგვისტო
მცხეთობა- 14 ოქტომბერი
თბილისობა - 7- 9 ოქტომბერი
გიორგობა (წმინდა გიორგის ხსოვნის დღე ) -23 ნოემბერი

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსაცმლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მთავარი სასმელი ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სამზარეულო ქართული სამზარეულო აჭარული ხაჭაპური

საქართველოს მევენახეობა და მეღვინეობა
ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება.საქართველოში ვაზის 450-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.

გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე,ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, საფერავი, თავკვერი, შავკაპიტო, ალექსანდროული,მუჯურეთული, ძველშავი,უსახელოური,ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

საქართველოში, კერძოდ მცხეთის, თრიალეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ვანისა და სხვა არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია მარნები მიწაში ჩაფლული ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისებით, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით თარიღდება.

საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები გაშენებულია მდინარეების _ ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე/

საქართველოში დღეისათვის ღვინოების მსხვილი მწარმოებლებიდან აღსანიშნავია შემდეგი კომპანიები:`თელიანი ველი~,`საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია –GWS~, `თელავის ღვინის მარანი-TWC~, `სამება~, `თბილღვინო~, `ვაზიანი~ და სხვა კომპანიები, რომელთაც გააჩნიათ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც მათი პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს. აქ ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციები შეხამებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან.

ქართული ღვინის ბრენდებს მოიცავს:

ალაზნის ველი - ტკბილი ღვინო როგორც თეთრი, ასევე წითელი.
რქაწითელი
ტვიში
ქინძმარაული - ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო
საფერავი - წითელი ღვინის იმავე ჯიშის ყურძნისაგან
ხვანჭკარა - ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო
ოჯალეში - წითელი ღვინო
მუკუზანი - წითელი მშრალი ღვინო
ახაშენი - ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო
ფიროსმანი - ბუნებრივად მშრალი ღვინო (იშვიათ შემთხვევაში ნახევრად მშრალი ღვინო) გარდა ღვინისა, პოპულარული ჭაჭა დამზადებულია ყურძენზე და კლასიფიცირდბა როგორც ბრენდი. ჭაჭას აქვს ძალა 45-60 გრადუსი, და გამოიყენება ყველგან, კერძოდ, როგორც “aperitif”.

საქართველოს ვენახები საქართველოს ყურძენი ღვინის მაღაზიები საქართველოში ქართული ღვინო

ბორჯომი
ბორჯომი - ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომლის “ასაკიც” ათასწლეულებს ითვლის. ის ნახშირორჟანგი გაზის დახმარებით მიწის ზედაპირზე 8-10 კმ. სიღრმიდან ამოდის. სხვა ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებისგან განსხვავებით, ბორჯომი მიწის ქვეშ ვერ ასწრებს გაგრილებას და ზედაპირზე თბილი სახით ამოდის (38-40°С), “გზად” კი კავკასიის მთების ქანებში არსებული, 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით მდიდრდება.

ბორჯომის მინერალური წყალი სათავეს კავკასიის მთებში, აჭარა-იმერეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში იღებს, ზღვის დონიდან 760-920 მეტრის სიმაღლეზე. ბორჯომის მინერალური წყალი ბორჯომის ნაკრძალში მდებარე 9 ჭაბურღილიდან მოიპოვება, რომელთა სიღრმე 1200 დან 1500 მეტრამდეა.

დღეისათვის “ბორჯომის” შემადგენლობა ისეთივეა, როგორიც საუკუნეზე დიდი ხნის წინ, _ ამას ამტკიცებს 1890 წლიდან დაწყებული რეგულარული კვლევები. ათობით საერთაშორისო კვლევითი კომპანიის მიერ შემოწმებული მინერალური წყალი “ბორჯომი” მოპოვების ადგილზე ჩამოისხმება ბოთლებში და მიეწოდება მომხმარებელს. ამასთან ერთად იგი ინარჩუნებს ყველა იმ უნიკალურ თვისებას, რომელიც მას ბუნებამ უსახსოვრა.

ჭაბურღილიდან მიღებული მინერალური წყალი 25 კილომეტრიანი მილსადენის მეშვეობით მიეწოდება ჩამომსხმელ ქარხანას. მილსადენი მაღალი ხარისხის, უჟანგავი ფოლადითაა დამზადებული. ჩამომსხმელ ქარხანაში ხდება წყლის გაციება, მისი ბუნებრივი ნახიშირორჟანგის გაზით გამდიდრება და ბოთლებში ჩამოსხმა. დღეს ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხანა მუშაობს, რომელთაგან პირველი _ ბორჯომის მინის ბოთლებში, მეორე კი _ პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმაზეა სპეციალიზებული.

“ბორჯომის” ხარისხის კონტროლის სისტემა საწარმოო პროცესის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა ყველა ეტაპზე _ მოპოვებიდან და ჩამოსხმიდან _ ბაზარზე გატანამდე. გარდა ამისა, ის სრულ შესაბამისობაშია ISO 22000 პრინციპებთან (საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების შეფასების ყველაზე თანამედროვე სისტემა), “ბორჯომი” პირველი მინერალური წყალია დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, რომელსაც ISO 22000 ხარისხის სტანდარტი მიენიჭა. ასორტიმენტი

მინერალური წყალი “ბორჯომი” წარმოდგენილია ოთხი სახის შეფუთვით:
1) მინის ბოთლებში 0,33 ლ. (ვარგისიანობა – 2 წელი ჩამოსხმის დღიდან)
2) მინის ბოთლებში 0,5 ლ. (ვარგისიანობა – 2 წელი ჩამოსხმის დღიდან)
3) PET ბოთლები 0,5 ლ. (ვარგისიანობა – 1 წელი ჩამოსხმის დღიდან)
4) PET ბოთლები 1 ლ. (ვარგისიანობა – 1 წელი ჩამოსხმის დღიდან)

მინერალური წყალი - ბორჯომი

ბანკები / საქართველოს მაღაზიები
საზოგადოებრივი, სახელმწიფო უწყებები დახურულია შაბათს და კვირას. გამოფენები და ბაზრობები ფუნქციონირებს შვიდი დღე კვირაში.

მაღაზიები ძირითადად მუშაობენ 9:00 დან 19:00-მდე და 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, არსებობს უამრავი მაღაზია და სუპერმარკეტი, რომლებიც მოქმედებენ 24 საათი.

საქართველო უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაა. აქ დღეს, დაახლოებით 150 მუზეუმი და 12000 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 4 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

1) მცხეთის ისტორიული ძეგლები (UNESCO). საქართველოს უძველი დედაქალაქი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

მცხეთის ისტორიული მონუმენტები
ბებრისციხე
სამთავროს ველი
სამთავროს კოპმლექსი
კარიბჭე ”არაგვის კარი”
კოდმანი
ბარბარეთის ეკლესია
ნასოფლარი
მგალობიანთკარის ეკლესია
ოლღას მონასტერი (მცხეთა)
სვეტიცხოვლის უბანი - ნაქალაქარი
ქვაყუთი
სვეტიცხოვლის კომპლექსი
გეთსამანია
მცხეთის გორა
წმ. დემეტრეს ეკლესია
მცხეთის ჯვრის კომლექსი
ანტიოქია
პომპეუსის ხიდი
კალოუბნის წმ. გიორგი ეკლესია
მცხეთის აკლდამა
არმაზციხე
არმაზისხევი
მოგვთაკარის სამაროვანი
ღვთისმშობლის ეკლესია
წმ. ნინოს ეკლესია და გალავანი
არმაზის ღვთისმშობლი ესკლესია
მეთუნეთა ნამოსახლარი
მინის სახელოსნო
არმაზის ციხე

ჯვრის მონასტერი საქართველოში - VI ს. (UNESCO)

2) ბაგრატის ტაძარი (UNESCO) — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.

ბაგრატის ტაძარი საქართველოში. აგებულია X-XI სს. (UNESCO)

3) გელათის მონასტერი (UNESCO) — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

გელათის მონასტერი საქართველოში - 1106 წელი (UNESCO)

4) ზემო სვანეთი (UNESCO) / მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია 1996 წელს. "ზემო სვანეთს გააჩნია განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, გამორჩევა არიტექტურითა და შეუდარებელი პეიზაჟებით, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად შეინარჩუნეს მათი შუა საუკუნოვანი სახე."

ზემო სვანეთი საქართველოში (UNESCO)

კლდეში ნაკვეთი ქალაქი "უფლისციხე"- კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე საქართველოში. ქალაქი დაარსდა ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე

ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

ვარძია საქართველოში - XII—XIII სს.

მეტეხის ტაძარი. ტაძარი თბილისში, მეტეხის აღმართზე.

მეტეხის ტაძარი თბილისში -  XII ს.

წმინდა დავითის ეკლესია - წმინდა მეფე წინასწარმეტყველი დავითი ჩვენი უფლის,იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. წმინდა დავითი იყო ”კაცი... გულისხმისმყოფელი, მხნე ბრძოლისა, სრულ ძალითა და ბრძენ სიტყვთა და კეთილ საქმითა”

სიონის საკათედრო ტაძარი - სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელური ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი. ტაძარში ასევე ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა.

სამების ეკლესია - თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში.

სამება თბილისში. აშენდა 1995-2004 წლებში

ნარიყალას ციხე - ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება.

ძველი თბილისი

ნარიყალას ციხე ძველი თბილისის ფონზე

საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში

თბილისის ბოტანიკური ბაღი

გოგირდის აბანოების რაიონი.

გოგირდის აბანოების რაიონი თბილისში

ღვინოს ქარხანა წინადალი

ღვინის ქარხანა წინადალი საქართველოში

სიყვარულის ქალაქი სიღნაღი

სიყვარულის ქალაქი სიღნაღი საქართველოში

ბოდბის დედათა მონასტერი - წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი – ფეოდალური ხანის (VI ს.)საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს

 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოში – VI ს.

ანანურის ციხე - ანანური - ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. ციხე ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ანანურის ციხე საქართველოში – XVI-XVII სს.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი –ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.

მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის,ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები. ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარდადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი – XIX ს.

საქართველოში, ნებისმიერმა შეიძლება იპოვოს გასართობი ადგილი თავისივე გემოვნებით. არსებობს გასართობი ცენტრები, ბარები, რესტორნები, მუზეუმები და თეატრები. ბავშვებისათვის დედაქალაქში, მთაწმინდის პარკში მუშაობს დიდი საბავშვო გასართობი ცენტრი "ბომბორა".

ღამის კლუბი თბილისში

სუვენირები საქართველოდან
თბილისში შეგიძლიათ შეიძინოთ ბევრი უნიკალური სუვენირი და საჩუქარი შემდეგ მაღაზიებში:
გიფტს.ჯი
თბილისი , პეკინის ქ. 37 , ტელ: 2309 306, ფაქსი: 238 42 47
ინტერნეტ-მაღაზიები, საჩუქრები და სუვენირები,

ალბატროს დელუქსი
თბილისი , ჭავჭავაძის გამზ. 46 , ტელ: 223 55 60, ფაქსი: 223 04 96
ბიჟუტერია და აქსესუარები, საათები, საიუველირო ნაწარმი - წარმოება, რეალიზაცია, რესტავრაცია,საჩუქრები და სუვენირები

არტ ბუტიკი
თბილისი , ბარნოვის ქ. 55 , ტელ: 291 24 99
მხატვრული და ტრადიციული რეწვა, საჩუქრები და სუვენირები,

დადა - ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია
თბილისი , ვერცხლის ქ. 25 , ტელ: 247 75 19; (599) 90 06 64
სათამაშოები - ვაჭრობა, საჩუქრები და სუვენირები,

დეკა
თბილისი , ჩიტაიას ქ. 9
პარფიუმერია და კოსმეტიკა - წარმოება, ვაჭრობა, საკანცელარიო საქონელი, საჩუქრები და სუვენირები,

დეკორი - დეკორაციული წარწერები მინაზე და ფაიფურზე
თბილისი , წერეთლის გამზ. 77 , ტელ: (593) 30 11 65, 234 04 38
მხატვრული და ტრადიციული რეწვა, საჩუქრები და სუვენირები,

ილეროი & ბოხი
თბილისი , რუსთაველის გამზ. 1 , ტელ: 293 47 34, ფაქსი: 293 37 44
საჩუქრები და სუვენირები, ჭურჭელი - წარმოება, ვაჭრობა,

ზარაფხანა
თბილისი , სავაჭრო ცენტრი ”ჯი თი სი” , ვეკუას ქ. 3, სართ. 1 , ტელ: 292 35 89
საიუველირო ნაწარმი - წარმოება, რეალიზაცია, რესტავრაცია, საჩუქრები და სუვენირები,

ზარაფხანა
თბილისი , ლუბლიანას ქ. 15 , ტელ: 251 00 01, 251 00 02, ფაქსი: 253 00 44
საიუველირო ნაწარმი - წარმოება, რეალიზაცია, რესტავრაცია, საჩუქრები და სუვენირები,

სუვენირები თბილისიდან სუვენირები თბილისიდან სუვენირები თბილისიდან

საქართველოში სამი მობილური ოპერატორია: მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი. ისინი ჩამოთვლილია დაფარვის ზონის სიმცირისდამიხედვით.

ზარები საზღვარგარეთ:

მაგთი

საერთაშორისო ზარები - 90 თეთრი ყველა მიმართულებით(კოდით 00);

ჯეოსელი

საზღვარგარეთ ზარის განსახორციელებლად აკრიფეთ + ან 862, ქვეყნის კოდი, ქალაქის ან მობილური ოპერატორის კოდი და აბონენტის ნომერი

საერთაშორისო ზარებზე მოქმედებს 1 წამიანი დამრგვალება

სამხრეთ ამერიკა, წყნარი ოკეანის ქვეყნები, აფრიკა - 1,91 ლარი
დსთ, ევროპა, აზია, სამხრეთ აფრიკა - 0,9 ლარი
რუსეთი, აშშ, კანადა - 0,7 ლარი 0.7
სატელიტური კავშირი - 12 ლარი

ბილაინი

ამერიკა - 5 თეთრი
დსთ, თურქეთი - 20 თეთრი
ევროპა, აზია - 30 თეთრი

საქართველოს ტელეფონის კოდი +995.

ბარგის დაშვებული წონა
საერთაშორისო გადაზიდვების დროს დადგენილია უფასო გადაზიდვის შემდეგი ნორმები:
I კლასი – 40კგ. ერთ მგზავრზე
ბიზნეს კლასი – 30კგ. ერთ მგზავრზე
ეკონომ კლასი – 20 კგ. ერთ მგზავრზე

ტრანსატლანტიკური რეისები:

ეკონომ კლასი - 23 კგ. ერთ მგზავრზე
ბიზნეს კლასი - 32 კგ. ერთ მგზავრზე

საგნები, რომლის ხელბარგში მოთავსება აკრძალულია

1. საბრძოლო საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი
2. ბასრი პირის მქონე იარაღები და საგნები:
3. ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები
4. საგნები ბასრი პირის ან წამახვილებული დაბოლოების გარეშე
5. ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები:

საგანგებო სამსახურების ახალი სატელეფონო ნომრები
სახანძრო - სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები - 111
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტელეფონების ნომრები - 113
გაზის საავარიო სამსახურის ტელეფონის ნომერი - 114
საპატრულო პოლიციის ტელეფონის ნომერი - 122
საპატრულო პოლიციის ტელეფონის ნომერი - 125
ჩვენ გთავაზობთ:

ტურები საქართველოში
სასტუმროები საქართველოში
ტრანსფერი საქართველოში
ავიაბილეთები საქართველოს
მიმართულებით
ვიზების გაფორმება
დაზღვევა
  ტურები საქართველოში:

  საექსკურსიო ტურები
  სადღესასწაულო ტურები
  ზამთრის ტურები
  ზაფხულის ტურები
  ღვინის ტურები
  სამკურნალო ტურები
  ჯიპ ტურები
  ექსტრემალური ტურები
  კაზინო ტურები
  მოკლე ტურები

  სასტუმროები საქართველოში:

  სასტუმროები ბაკურიანში
  სასტუმრო სახლები ბაკურიანში
  კოტეჯები ბაკურიანში
  სასტუმროები გუდაურში
  სასტუმრო სახლები გუდაურში
  კოტეჯები გუდაურში
  ბინები გუდაურში
 
 
 
Copyright © 2011-2012 Calypso M-TOUR.
ჩვენთან კონტაქტი:

ტელ: +995 (32) 269-07-85
მობ: +995 (599) 79-71-36
ფაქსი: +995 (32) 269-07-85

WEB: CALYPSO-TR.GE
E-MAIL: INFO@CALYPSO-TR.GE

SKYPE: MIKAVA REZO "CALYPSO M-TOUR"

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ., კორპ. 2, ოფისი 98
ავიაბილეთები საქართველოს მიმართულებით:

ავიაბილეთები თბილისის
აეროპორტის მიმართულებით
ავიაბილეთები ბათუმის
აეროპორტის მიმართულებით
ტრანსფერის მომსახურება:

ტრანსფერი საქართველოში
ავტომობილის დაქირავება
საქართველოში
ტაქსის გამოძახება
თბილისის აეროპორტსა
და ბათუმის აეროპორტში
 
 
 
 
Анализ сайта