ჩვენი კომპანია დაარსდა 2011 წელს. მისი დაარსების მიზანი პირველივე დღიდან იყო და არის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის ამაღლების მიზნით უზრუნველვყოთ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც შეიძლება მეტი ტურისტის ჩამოყვანა; გავაცნოთ მათ საქართველოს თანამედროვე კულლტურა, ქართველი ხალხის უძველესი ტრადიციები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ბუნება. კომპანიის დაარსებისას შევეცადეთ მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ტურისტული მომსახურების ხარისხსა და ოპერატიულობაზე, ვინაიდან ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში ჩამოსულმა ნებისმიერმა ტურისტმა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, დადებითი ემოციები და საქართველოსა და ქართველი ხალხის მრავალმხრივი სიყვარული.
ჩვენი კომპანია ადგილობრივი ტურისტული პროდუქტის წარმოჩენის მიზნით ყოველდღიურად აფართოებს თავისი მოქმედების არეალს და უცხოეთის ქვეყნებში ეწევა სარეკლამო-საინფორმაციო საქმიანობას. ამავე დროს, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, რომ ვიყოთ არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტების მასპინძლები. ჩვენი პროგრამის თანახმად, თქვენ ეწვევით საქართველოს ყველა გეოგრაფიულსა და ისტორიულ კუთხეს, სადაც შეძლებთ არა მარტო კარგად დასვენებას, არამედ ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების (სუბტროპიკული კლიმატის, ზღვის, მზის, მაგნიტური ქვიშისა და ბუნებრივი სამკურნალო ტალახების) მეშვეობით სხვადასხვა დაავადების განკურნვას.
ჩვენთან ერთად თქვენ შეძლებთ განახორციელოთ თქვენი ოცნება და შეიგრძნოთ ცხოვრების რიტმი. ჩვენ ასევე დაგეხმარებით თქვენი მოგზაურობის დაგეგმვაში; დაგიჯავშნით სასტუმროებს.
ჩვენი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ტურები და ტურისტული მარშრუტები არის კომპლექსური და მოიცავს საქართველოს ყველა კუთხეს, მაგრამ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ცვლილებები შეიტანოთ ტურებში, რათა დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები. ჩვენ არ დავიშურებთ ცოდნასა და ენერგიას, რათა თქვენი მოგზაურობა საქართველოში იყოს უაღრესად საინტერესო, შთამბეჭდავი, ემოციურად დატვირთული და რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხო.

დასვენება ყველას უნდა

მუშაა თუ მეცნიერი,

დასვემებაზე ოცნებობს

ყველა ქვეყნის ყველა ერი.

სწორედ ჩვენი სააგენტო

აგისრულებთ ყველა სურვილს,

ჩვენთან ერთად დაიოკებთ

დასვენების ძლიერ წყურვილს.

მოგვმართეთ და ჩვენ შეგირჩევთ

ტურებს ხმელთაშუა ზღვაზე,

ეგვიპტეში გაგამგზავრებთ,

დაისვენებთ წითელ ზთვაზე.

არც ევროპის ქალაქები

თვენთვის შორი აღარ არის.

უკვე ვიზა არ გჭირდებათ,

ფასებიც ხომ კარგი არის.

სასტუმროებს დაგიჯავშნით,

ბილეთებსაც ამოგიწერთ,

დაზღვევასაც თან გაგატანთ,

სირბილი თქვენ არ მოგიწევთ.

აეროპორტში ჩაფრენისას

მანქანას ჩვენ დაგახვედრებთ,

უსაფრთხოდ და კოფორტულად

სასტუმროში განგათავსებთ.

თუ ტურები მოგინდებათ,

აღარ არის ეს პრობლემა,

მანქანა და გიდი თქვენთან

ელვისებურად გაჩნდება.

ხოლო, სახლში წამოსვლისას

აეროპორტში მიგაცილებთ,

შინ მშვიდობით დაბრუნდებით.

გვესტუმრებით ალბათ კიდევ.

რეზო მიქავა

 

2011 წელს რომ

დავაარსეთ კომპანია,

ეს “Calypso M-TOUR”-ია

ყველამ იცის რა ხანია.

უცხოეთის ქვეყნებიდან

მოგვყავს ბევრი ტურისტები,

სწორედ მათთვის შევადგინეთ

კომპლექსური ჩვენ ტურები,

რომ ქართული კულტურა და

ეკლესია-მონასტრები

გავაცნოთ და ღირსეული

ვიყოთ მათი მასპინძლები,

საქართველოს ყველა კუთხე

დავანახოთ კარგი თვალით,

და ნანახი,  მოსმენილი

იყოს მათთვის შთამბეჭდავი.

აღარავის არ დავაკლოთ

არც ქართული სუფრის მადლი,

პატივი ვცეთ ყველა სტუმარს,

არის სწორედ ჩვენი ვალი.

რ. მიქავა