დასვენება და მოგზაურობა ისრაელში


ისრაელის სახელმწიფო მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და მისი დედაქალაქია იერუსალიმი. აქ მომლოცველები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, რათა იხილონ უძველესი წმინდა ქალაქი.

ისრაელში ძალიან განვითარებულია ტურიზმი. აქ ტურისტებს იზიდავს უამრავი ისტორიული ღირშესანიშნაობები. ისრაელში მშვიდობიანად თანაარსებობენ სამი რელიგიის წარმომადგენლები: ისლამი, ქრისტიანები და იუდაიზმი.

იერუსალიმში ძალიან ბევრი სიწმინდეა, კერძოდ, იუდაისტების სიწმინდეა გოდების კედელი, ქრისტიანების სიწმინდეა მაცხოვრის ტაძარი და “ჯვარცმის გზა” (Via Dolorosa), მუსლიმებისთვის – ალ აქსას მეჩეთი (მექას და მედინას შემდეგ მნიშვნელობით მესამე სიწმინდე).

ისრაეილი ცნობილია არა მარტო თავისი რელიგიური სიწმინდეებით, არამედ წითელი და მკვდარი ზღვის უნიკალური ბუნებით. წითელ და მკვდარ ზღვაზე ბანაობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. მკვდარი ზღვის სამკურნალო თვისებები ცნობილია მთელს მსოფლიოში. აქ ყოველწლიურად მილიონობით სტუმარი ჩამოდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

ისრაელის მთავარი ტურისტული ქალაქები და ადგილებია: იერუსალიმი, იაფო, თელ-ავივი, ჰაიფა, ეილაფი, ნეტანია, ნაგარია, აკო, ტვერია, მკვდარი ზღვა, რამატ-შალომი, ნეჰევის უდაბნო იერიქონი, ციხე-ქალაქი მასადა.

ისრაელის სასტუმროების კატალოგი (pdf)